
ექსკლუზივი : ტარიელ ფერაძე – სამართლისთვის მებრძოლი ბიზნესმენი, რომელიც სასამართლოში საკუთარი ღირსების დასაცავად იბრძვის
საქართველოს ხელისუფლება მისი პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, სრულად მხარს უჭერს ქართულ ბიზნესსა და ქართველ ბიზნესმენებს. არაერთი საკანონმდებლო აქტი იქნა მიღებული ბიზნესის წახალისების მიზნით და მხარდასაჭერად. ,,ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს გააზრებული ქართული ბიზნესის განსაკუთრებული როლი სახელმწიფოს განვითარებაში, მოქალაქეების დასაქმებასა და ბიუჯეტის შევსებაში. საქართველოს ხელისუფალი, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნესის მიმართ, ზრუნვითა და მხარდაჭერით გამოირჩევა.
თუმცა, მიუხედავად ზემოაღწერილი სწორი პოლიტიკისა, ბოლო წლებში არაერთ მოქალაქეს მოუწია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ტარიელ ფერაძის შემთხვევა განსაკუთრებულია – ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ზედმეტად ფორმალიზებულმა სისტემის შეცდომამ ადამიანის ღირსება, საკუთრება და შრომით მოპოვებული კეთილდღეობა რისკის ქვეშ დააყენოს, რისი წინაპირობაც სრულიად შესაძებელია, ბატონი ტარიელის მიერ საკუთარი კომპანიის დირექტორად დანიშნულმა, უმადურმა და მოღალატე, სულგაყიდულმა არსებამ და მისმა ადვოკატმა, ,,ნაციონალების” დიდმა მფარველმა და იმედმა ბორჯომში – ერთად განაპირობონ.
ტარიელ ფერაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც, როგორც თავად განმარტავენ, სისტემატურად დაიჩაგრნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო პირის მხრიდან. მათი სარჩელის მიხედვით, საქმე ეხება, როგორც ქონებრივ დავას, ისე უფლებრივ დარღვევებს, სადაც სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობამ და მიკერძოებულმა გადაწყვეტილებებმა ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
დაშვებული დარღვევები :
არსებულ დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი შემთხვევები, როცა, ბატონი ტარიელ ფერაძისა და მისი ოჯახის მიმართ დარღვეული იყო – საკუთრების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის ღირსების შელახვის აკრძალვა.
ტარიელ ფერაძის პოზიციით, ამ პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზიანა მისი ოჯახის სოციალური და ფინანსური მდგომარეობა, ხოლო ყველაზე მძიმე შედეგი, საზოგადოების თვალში მისი კეთილსინდისიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იყო.
„ჩვენ მხოლოდ სიმართლის თქმა და აღდგენა გვინდა“ !
როგორც, ბატონი ფერაძე ამბობს, მისი მიზანი შურისძიება არ არის, იგი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას და საზოგადოების სწორად ინფორმირებას ცდილობს :
„მე მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებდეს. როცა ადამიანი წლებია სამართალს ითხოვს და სისტემისგან პასუხად სიჩუმეს, ან უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს – ეს სახელმწიფოსთვისაც სიგნალია, რომ რაღაც არასწორად მიდის“-, ამბობს ტარიელ ფერაძე.
პოზიტიური მხარე – გამბედაობა და გამძლეობა :
ტარიელ ფერაძის საქმის მნიშვნელობა სცილდება კერძო დავის ჩარჩოებს. ეს მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებიც არ ნებდებიან სისტემურ უსამართლობას და საკუთარი უფლებებისთვის მშვიდობიანად, სამართლებრივად იბრძვიან.
მისი ისტორიით ნათლად ჩანს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა მხოლოდ სიტყვებით კი არა, საქმითაც უნდა არსებობდეს.
მოქალაქის ღირსება და მისი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა !
სამართლიანობის დაცვა ერთი ადამიანის ბრძოლითაც შესაძლებელია, როცა ამ ბრძოლას თან სდევს მიზანი და სიმართლე.
დასკვნა :
ტარიელ ფერაძე დღესაც აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი მაგალითი აჩვენებს, რომ მიუხედავად რთული გარემოებებისა, ნამდვილი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ არ დანებდე უსამართლობას.
ეს არის ისტორია უბრალო, მაგრამ ღირსეული მოქალაქისა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ზოგჯერ სახელმწიფო ვერ ბედავს – სამართლიანობის დაცვას.
ბატონი ტარიელ ფერაძისა და მისი ოჯახის სამართლებრივი ინტერესების დაცვის საქმეში ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი, იურიდიული კომპანია ,,LCHL” ჩაერთო, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა, იურისტმა ირაკლი კერესელიძემ მარტივად აგვიხსნა დავის არსი და მომხდარი უსამართლობა.
„ბატონი ტარიელი, ღირსებით სავსე ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც არაერთი წარმატებული ფირმა დაუარსებია და კარგი, დიდი საქმეები უკეთებია. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ „საუკრმშენი“, რომელიც ამ ეტაპზე იჯარით ფლობს ბორჯომის ბაზრის შენობას. ეს კომპანია კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ისევე როგორც სხვა საწარმოები საქართველოს მასშტაბით, ექვემდებარება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას 2026 წლის 1 აპრილამდე. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბატონი ტარიელი, ფლობს პირდაპირი წესით ამ კომპანიაში 70 %-ს, ხოლო დანარჩენი 30 % რეგისტრირებულია მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ უკრაინულ კომპანიაზე, რომლის ფუნქციონირება წლებია შეწყვეტილია, საქართველოს იუსტიციის სისტემაში და რეესტრის სამსახურში არასწორი მიდგომების გამო, ჩემი მარწმუნებელი დააყენეს საფრთხის ქვეშ, რომ ვერ მოეხერხებინა რეესტრის მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და დამდგარიყო ამ წარმატებული კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა რისკის ქვეშ. უფრო მეტიც, მას, როგორც 70 % -იანი წილის ერთპიროვნულ მფლობელს, არც კომპანიის თავისივე დანიშნული დირექტორის შეცვლის უფლებას აძლევენ და მდგომარეობა დღითი დღე აბსურდული ხდება. მას შემდეგ, რაც ჩვენი იურიდიული ოფისი ჩაერთო ამ საქმეში, დაიგეგმა თანმიმდევრული სტრატეგია და გაიწერა სამოქმედო გეგმა. განსაკუთრებით გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ბატონი ტარიელისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს გამორჩეული პროფესიონალი და ღირსეული მოსამართლე, რომლისადმი, მე, როგორც პროფესიონალ იურისტს განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა გამაჩნია.
ვფიქრობ, ახლო მომავალში, ბატონი ტარიელ ფერაძის კომპანიის საკითხი დადებითად გადაწყდება და მომავალშიც საქართველოში არც ერთ ბიზნესმენს არ დაუდგება პრობლემად კომპანიის დაკარგვა იმ შემთხვევაში, როცა კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნები უფრო მნიშვნელოვანი გახდება და საკითხის მთავარი არსი მეორეხარისხოვან დანამატად იქცევა.
ჩვენი იურიდიული ოფისის დევიზია – LEX CAUSA HOMINIS LIBERTAS -, რაც თავისუფალ თარგმანში ლათინურიდან ნიშნავს, რომ კანონი ადამიანის თავისუფლებას უნდა ემსახურებოდეს და აი, ზუსტად ამას ვუზრუნველყოფთ, ბატონი ტარიელ ფერაძის ამ საქმეშიც. ჩვენ კანონს ჩავაყენებთ, ბატონი ტარიელის სამართლებრივ ინტერესში და გავათავისუფლებთ მას ფორმალური შეზღუდვებისგან, რათა მან და მისმა კოლეგა ბიზნესმენებმა იღვაწონ საქართველოს საკეთილდღეოდ“, – გვეუბნება იურიდიული ოფისის ,,LCHL”- ის მმართველი პარტნიორი, იურისტი ირაკლი კერესელიძე.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”





