
ექსკლუზივი : უამრავ ბაღში მუსიკალური განათლება საფრთხეშია ?
სპეციალურად ,,GEO NEWS”-თვის აჭარიდან…
,,მოგესალმებით. საკმაოდ დიდი ხანია, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ვმუშაობ. ვმუშაობდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც და მსგავს ინცინდენტს ამ დრომდე არ შევხვედრილვარ. დღემდე მუსიკის პედაგოგს თავისი როლი ჰქონდა, მეთოდისტს თავისი და ა.შ.
გასაგებია, რომ ბაღებში მუსიკის პედაგოგების დეფიციტია, მაგრამ როცა არის პროფესიონალი მუსიკის პედაგოგი, მაშინ რა ხდება ? სად არის ბაღის გამგეების თანადგომა, რათა აღსაზრდელები იზრდებოდნენ პროფესიონალების მიერ” ? – აცხადებს ,,GEO NEWS”-ის აჭარის რეგიონულ კორესპონდენტთან საუბრისას რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გამხელისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
გარდა ამისა, მე, თბილისიდან ერთ-ერთი კოლეგაც შემეხმიანა და საკუთარი გულის ტკივილი გამიზიარა.
დიახ, ბაღში მოქმედი მუსიკის პედაგოგი მეხმიანება და მეუბნება შემდეგს :
,,მაიძულებენ ავცდე პედაგოგიურ საქმიანობას და ბაღში სხვა ფუნქციების შესრულებას მთხოვენ, როგორც პედაგოგები, ისე ბაღის გამგეც”.
მე, ცხადია, ,,ვიზიარებ კოლეგის გულის ტკივილს”.
,,ვიმეორებ, ბავშვები ნამდვილად რისკის წინაშე დგანან. ისინი კარგავენ შესაძლებლობას მიიღონ სრულფასოვანი მუსიკალური განათლება, რაც მათ განვითარებას ზღუდავს. ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს მშობლებიც ვერ ბედავენ – არადა, უკვე არაერთი მათგანი მეუბნება ამას….
წარმოიდგინეთ, ბავშვები ყოველდღე ელოდებიან მუსიკის გაკვეთილს, მაგრამ უცრუვდებათ ის ხასიათი, რაც მუსიკისადმი განწყობით მოდის, ისინი მოშორებულნი არიან სიმღერას, მუსიკალურ აქტივობებს, მუსიკალური თეორიის ელემენტებს, რადგან პედაგოგი სხვა მოვალეობებს ასრულებს“,– აცხადებს რესპონდენტი.
პედაგოგი განმარტავს, რომ ერთ ადამიანზე სხვადასხვა ფუნქციის დაკისრება სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვების შემოქმედებით განვითარებას.
,,პატარა ასაკში დაკარგული უნარები გრძელვადიან გავლენას ახდენს მათ შემოქმედებით უნარებზე, თვითდაჯერებასა და ემოციურ განვითარებაზე.
მშობლები ხედავენ, რომ ბავშვები აღარ აღიქვამენ მუსიკას სრულად, რაც ძალზედ შემაშფოთებელია“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მშობლებიც პედაგოგთან საუბრისას.
P.S. ვფიქრობ, სავალდებულოა, რომ ბაღების ადმინისტრაციამ გადახედოს ფუნქციების გადანაწილებას და უზრუნველყოს სპეციალიზირებული პედაგოგების სრული დატვირთვა მათ სფეროში, რათა ბავშვებს შეეძლოთ მიიღონ სრულფასოვანი, ხარისხიანი მუსიკალური განათლება, რაც მნიშვნელოვანია მათი შემოქმედებითი და ემოციური განვითარებისათვის.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, აუცილებლად დავუკავშირდებით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს.
( გაგრძელება იქნება )
ქრისტინა ჯავახია – ,,GEO NEWS”-ის აჭარის რეგიონული კორესპონდენტი
,,GEO NEWS”





