
ექსკლუზივი : უკრაინელი ,,საბოტაჟნიკები” თბილისში ქართული ,,მაიდნის” მოსაწყობად ემზადებიან და სამართალდამცავებზე თავდასხმას გეგმავენ ?
,,GEO NEWS”-ის ძალოვანი წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე უკრაინიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოყვანილი “საბოტაჟნიკები” გამოჩნდებიან, მათ შორის იქნებიან გაწვრთნილი სამხედროებიც. ამის ფონზე, უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ ,,საქართველოში ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე აქამდე”, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული.
წყაროს ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლების გამოყენება ქართველი სამართალდამცავების წინაააღმდეგ იგეგმება.
მოვლენათა ასეთი განვითარების დაშვება შესაძლოა გაუთვალისწინებელ მსხვერპლთან და უკონტროლო მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული. მით უფრო, იმის ფონზე, რომ დღევანდელ აქციაზე სხვადასხვა კომფესიების წარმომადგენლებიც აპირებენ გასვლას და ეს კიდევ უფრო მეტად ემოციურად დაძაბავს ისედაც არსებულ მუხტს რუსთაველზე.
p.s. მივმართავთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებას, რომელთა ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა – გაატარონ ყველა საჭირო ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოში ,,მაიდანიზაციისა” და სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე, რაც ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნებისა და არჩევანის ძალადობრივი გზით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.
ქეთი ხომერიკი





