• November

    3

    2025
  • 64
  • 0
ექსკლუზივი : შოთა ხაბარელი – ,,ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ძლიერი სუვერენიტეტი”

ექსკლუზივი : შოთა ხაბარელი – ,,ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ძლიერი სუვერენიტეტი”

პარლამენტში გამართული ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლა ფართო განხილვის საგანი გახდა. ბატონი მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა, როგორც უკვე განხორციელებულ პროექტებს, ისე სამომავლო გეგმებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ თემაზე „GEO NEWS“ საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ შოთა ხაბარელს ესაუბრა. 

-ბატონო შოთა, როგორ შეაფასებთ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის გამოსვლას პარლამენტში ?

-პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი მინისტრი ძალიან მომზადებული გამოვიდა. ის დეტალურად შეეხო, როგორც უკვე განხორციელებულ პროექტებს, ისე იმ გეგმებს, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. იგრძნობა, რომ სამუშაოს მიმართ პროფესიონალური და სისტემური მიდგომა აქვს, რაც სამინისტროს ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს.

-რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი აზრით, ინფრასტრუქტურული პროექტების იმ მიმართულებას, რომელსაც სამინისტრო ახლა ავითარებს ?

ინფრასტრუქტურა ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ჩქაროსნული მაგისტრალები, ახალი გზები, რეგიონალური განვითარება, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ ადამიანების ცხოვრებაში რეალურ ცვლილებებს იწვევს. სწორედ ასეთი პროექტებით იქმნება ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული სტაბილური გარემო.

ბატონი რევაზი აქტიურად ჩაება საქმიანობაში და ვფიქრობ, წარმატებული მინისტრი იქნება. 

-პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. როგორ უკავშირდება ამ მიზანს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობა ?

-რაც შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, ამისთვის ბევრ რამეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. თუ გადახედავთ ჩვენი მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, ნახავთ, რომ  ყოველთვის აღნიშნავენ – ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი სუვერენიტეტი – თავად წყვეტდეს ყველაფერს სახელმწიფოს შიგნით, გარე ძალების ჩარევის გარეშე. აი, ეს არის ჩვენი მომავალი და სწორედ ამაზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული. 

ძლიერი ინფრასტრუქტურა ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას, და ძლიერი ეკონომიკა – სუვერენულ სახელმწიფოს.

ქეთი ხომერიკი

GEO NEWS

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor