• October

    22

    2024
  • 131
  • 0
ექსკლუზივი – ხანდაზმული თაღლითი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტს კვლავ ეპოტინება ?

ექსკლუზივი – ხანდაზმული თაღლითი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტს კვლავ ეპოტინება ?

საარჩევნო კვირას დიდი ექსკლუზივით ვიწყებთ. თაღლითი და მევახშე ხაზარაძის პარტიიდან ცოტა ხნის წინ წამოსული სულხან კოჩალიძე ,,GEO NEWS,,-თან დუმილს აღვევს და დეტალურად საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ,,ლელო” დატოვა. ,,ლელო”-ს აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ერთ-ერთი წევრი პარტიაში არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობს და ხაზარაძეს არაერთ ტყუილში ამხელს. კოჩალიძე იმასაც ამბობს, რომ რეალურად ხაზარაძე არა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესებისთვის იბრძვის.

სულხან კოჩალიძე : პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ აჭარის შტაბში, პარტია ,,ძლიერ საქართველოში” არის კლანური მმართველობა. ისინი ბატონ გენო თებიძეზე ,,დარტყას” ცდილობენ. ეს ფაქტი პარტიიდან წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მეორე, ვეტერანების თემა. პარტია თავს იპიარებს, თუმცა რეალურად ვეტერანებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ვეტერანებმა მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს უშუალოდ აჭარაში დახმარება სთხოვეს, მაგრამ რეაგირება იყო ნული.

დავრწმუნდი, რომ ხაზარაძე არის პიროვნება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის და ,,ძლიერი საქართველო” დავტოვე.

დღეს საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცეები ვინმეს დაკვეთით გაკეთდეს რადგან, ყოველივე ეს ქვეყანას აზიანებს.

მამუკა ხაზარაძეს ბიზნესი სრულად პარტიულ სპეკულაციურ დაპირებებზე აქვს აგებული.

რას გულისხმობთ ?

ხაზარაძის მიზანია ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიბრუნოს, ვინაიდან მშენებლობის პროცესში პარტნიორებისგან ფინანსური ხეირი მიიღოს და როგორც თაღლითმა კიდევ ბევრი წინდაუხედავი ბიზნესმენი აზარალოს. 

კაცი თვალებში გიყურებს და პირდაპირ გეუბნება, მე მაქვს ფული და მუსიკასაც მე ვუკვეთავ. ის ადამიანებს ნივთებად აღიქვამს. ვიმეორებ, დღეს საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმეს დაკვეთით აკეთოს ის, რაც ქვეყანას დააზიანებს. დიახ, ამ კაცს მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე აქვს აწყობილი პარტიული დაპირებები. როგორც გითხარით, მისი მიზანია დაიბრუნოს ანაკლის პორტის მშენებლობა. არადა, ისიც კი არ აინტერესებს ვინ ააშენებს პორტს.

რას ფიქრობენ თქვენი ყოფილი თანაპარტიელები, პარტიას პროტესტის ნიშნად ხომ არ დატოვებენ ? 

-მოდით, მათ მაგივრად არ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი ერთს, ხაზარაძის პარტიაში დიდი რყევებია. კულუარებში რა ხდება და რა პირადი საუბრები გვქონია, ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. მე შიდა სამზარეულოში ჩავიხედე და ისეთები დავინახე, რომ მივიღე გადაწყვეტილება ,,ძლიერი სააქართველო” დამეტოვებინა.

გეტყვით იმასაც, რომ წინა არჩევნების დროს პარტიაში დასაქმებულ ადამიანებს კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს – მამუკა ხაზარაძის თაღლითობის მორიგი მხილება.

გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, შუახევში, ხულოში, ყველგან ჩემი გუნდის წევრები არიან დასაქმებულნი. პარტიულ რიგებში არცერთ პიროვნებასთან არ განმიხორციელებია თუნდაც ერთი ზარი და არ მითქვამს, რომ დატოვონ კოალიცია, მაგრამ მერწმუნეთ, ამ კოალიციაში რყევები იქნება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor