• October

    20

    2025
  • 353
  • 0
ექსკლუზივი : ,,GEO NEWS”-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება ახლოვდება –  გომელაური სიაში არ არის

ექსკლუზივი : ,,GEO NEWS”-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება ახლოვდება – გომელაური სიაში არ არის

,,GEO NEWS” -ს სანდო და კონფიდენციალურმა ძალოვანმა წყარომ აცნობა, რომ უახლოეს დღეებში სამართალდამცავი სტრუქტურები მოამზადებენ ოპერაციას, რომლის მიზანიც იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გუნდის რამდენიმე ყოფილი მაღალი რანგის წევრის დაკავება.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ოპერაცია მიმდინარეობს განსაკუთრებული საიდუმლოებით და მასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიდის. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ის სერიაც, როდესაც სამართალდამცავებმა ბოლო პერიოდში ჩხრეკა ჩაატარეს რიგი ყოფილი ჩინოვნიკების საცხოვრებელ ბინებში – ოპერაცია ოფიციალურად ფინანსურ დანაშაულთა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა ჩვენი წყაროს თქმით, რეალური მიზანი გაცილებით ფართოა და უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილ პოლიტიკური და ფინანსური ხასიათის ფაქტებს.

მნიშვნელოვანია, რომ წყაროს ინფორმაციით, დაკავების სავარაუდო სიაში არ არის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც როგორც ირკვევა, ბოლო თვეებში ფაქტობრივად ჩამოშორდა ყოფილ პრემიერს.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა ,,GEO NEWS”-ის  კონფიდენციალური წყაროს ცნობით, პროცესები დინამიკურად ვითარდება და დაკავებები შესაძლოა უახლოეს დღეებში გახდეს საზოგადოებისათვის ცნობილი.

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor