• October

    30

    2024
  • 80
  • 0
ექსკლუზივი – ,,PSP”-ს მფლობელს კახა ოქრიაშვილს უკიდეგანო სიხარბეში ადანაშაულებენ და ხალხის უკიდურეს გასაჭირზე კაპიტალიზებაში სდებენ ბრალს ?

ექსკლუზივი – ,,PSP”-ს მფლობელს კახა ოქრიაშვილს უკიდეგანო სიხარბეში ადანაშაულებენ და ხალხის უკიდურეს გასაჭირზე კაპიტალიზებაში სდებენ ბრალს ?

ჩვენს წინა პუბლიკაციაში ( ,,ექსკლუზივი – ,,PSP” ფარულ კარტელურ გარიგებებში იმხილება” ? ) მოგიყევით ,,PSP”-ეს მცდელობაზზე ,,დაეთრია” საკმაოდ მსუყე ლუკმა ადგილზე მიტანის სერვისების ჩაძირვის გზით, რის თაობაზეც ჩვენმა ორმა წყარომ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა და ჩვენ მოგითხრეთ კიდეც კონკრეტული ამბავი თუ რა და როგორ კეთდებოდა ამ კომპანიაში.

ამავდროულად, ჩვენ, როგორც პასუხისგებლიანი პროფესიონალები, ვინც ვიცავთ და პატივს ვცემთ საერთაშორისოდ აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებს, რა თქმა უნდა, ვეცადეთ დავკავშირებოდით თავად კომპანიის მფლობელს, კახა ოქრიაშვილს. ასევე, კომპანიის სათანადო დანაყოფს, თუმცა, კავშირზე არავინ გამოვიდა, რაც ირიბად ადასტურებს, რომ საპასუხებელი არც არაფერი აქვთ.

ამისდა მიუხედად, ვიცავთ რა უმაღლეს სტანდარტს, რომელიც გულისხმობს არა სისწრაფეს, არამედ პროფესიულ შეუპოვრობას, განვაგრძობთ ფაქტების გადამოწმებას, მათ შორის უშუალოდ ბრალდებულ კომპანიასთანაც, რათა ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ ღირებული პროდუქტი და მოუთხროთ იმ ამბებზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა.

ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გონივრულ ეჭვს აჩენს იმდენად, რომ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ ამ კომპანიის სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი ქმედებების ბოლოდროინდელ პრაქტიკას.

როგორც ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი, შუახნის ქალბატონი გვიყვება ( რომელიც ჩვენს წინა პუბლიკაციას ყურადღებით გაეცნო ), ,,PSP”-მ იმდენად გაზარდა ფასები მედიკამენტებზე და იმდენად გაჯერებულია ქართული ფარმაცევტული ბაზარი ძვირიანი მედიკამენტებით, მით უფრო ამ კომპანიაში, რომ ეს ქალბატონი უიმედობის განცდისაგან ამასაც გვეუბნება :

,,რა უნდა გავაკეთო მე, ჩემი 450 ლარიანი ხელფასით და ჰიპერტონიით, რომლის სამკურნალოდაც საჭირო მედიკამენტების შესაძენად ,,PSP”-ში შესულმა ჩემი ყოველთვიური ხელფასის 90 % მათ დახლზე დავტოვო ? რით ვერ გაძღა ოქრიაშვილის მუცელი ? კიდევ რამდენი ცოდვიანი ფული უნდა შეიტანოს ოჯახში ? რამდენი ჩემნაერი უნდა გაუბედურდეს კიდევ, რომ ოქრიაშვილმა იბედნიეროს ? ან მათი ქულების სისტემა რატომაა ასეთი სატყუარა, როცა სხვა სააფთიაქო ქსელებთან შედარებით, ყველაზე არასაგრძნობი ქულები გვემატება” ?

აი, ასეთია ამ ერთი რესპონდენტის მძიმე ხვედრი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, სხვა ათასობით მომხმარებელიც იზიარებს.

რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო გარემო ერთგვარად განაწყობს მკითხველს უფრო მეტად საარჩევნო თემატიკის შემცველი მასალებისადმი ინტერესისადმი, თუმცა, თუ რომელიმე ფარმაცევტული გიგანტი საქართველოში ცდილობს სამართლიანი კონკურენციის წესები უგულებელყოს და ბოროტად ისარგებლოს საკუთარი დომინანტური პოზიციით და თუ ამ ვარაუდისათვის საკმარისი საფუძველი არსებობს, ჩვენს პირდაპირ პროფესიულ ვალდებულებას წარმოადგენს საკითხით დავინტერესდეთ და ჭეშმარიტება დავადგინოთ.
ყველა შემთხვევაში მთავარია, რომ ჩვენი გამოძიება საზოგადოებრივ სიკითეს ემსახურება და არსებითად საზოგადოებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ ფუნქციას ასრულებს, რაც ისევ და ისევ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება. შესაბამისად, ჭეშმარიტების დადგენის გზაზე ჩვენ კვლავაც შევეცდებით უშუალოდ ბრალდებული კომპანიისაგან მივიღოთ პასუხები და ამავდროულად, ჩვენი წყაროებიც გავააქტიუროთ, რომ საკითხის ირგვლივ, რაც შეიძლება მეტი სიცხადე იყოს გამოკვეთილი.

,,GEO NEWS” ამ თემაზე მუშაობას შემდგომშიც განაგრძობს, მით უფრო, რომ ჩვენს ხელთაა ექსკლუზიური ინფორმაცია ,,PSP”-თან პრივილეგირებულ ურთიერთობაში მყოფი ერთი გამორჩეული საკურიერო კომპანიის შესახებ, რაც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საზოგადოებამ უახლოეს მომავალში ამ საქმის მნიშვნელოვანი დეტალები შეიტყოს.

ფასწარმოქმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოში თავისუფალი ბაზრის პრინციპები მოქმედებს და შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნეს კომპანია მედიკამენტებზე ფასებს თავად აწესებს. 

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, იმასაც გაგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ფარმაცევტული ბაზრისათვის ექსკლუზიურად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და შესაბამისად, თურქეთიდან შემოტანილ დაბალფასიან მედიკამენტებზე კომპანიებს მოეხსნათ მაღალი გადასახადები, ეს კი, ფარმაცევტული ბიზნესის სეგმენტური ხელშეწყობის ერთ-ერთი არსებითი მაგალითია. 

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor