• October

    22

    2024
  • 96
  • 0
ექსკლუზივი – ,,PSP” ფარულ კარტელურ გარიგებებში იმხილება ?

ექსკლუზივი – ,,PSP” ფარულ კარტელურ გარიგებებში იმხილება ?

ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი და თვით სახელისუფლებო კრიტიკის ობიექტები არაერთხელ გამხდარან დიდი ფარმაცევტული კომპანიები. მათ მიმართ არაერთგზის კრიტიკული განცხადებები გაკეთებული აქვს საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრს ბატონ ღარიბაშვილს, მათ შორის სავარაუდო კორტერული გარიგებების ჭრილში და ფასების შეთანხმებული ფიქსაციის ეჭვის გამოც. უფრო მეტიც, ფარმაცევტული გიგანტების საქმიანობას ადმინისტრაციული წესით შეისწავლიდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოც. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არაჯანსაღი მდგომარეობის შესახებ. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია ქართულ ბაზარზე არსებობს ერთი კონკრეტული ფარმაცევტული კომპანია, სახელად ,,PSP”, რომლის მფლობელი ბატონი ოქრიაშვილი მომქმედი ხელისუფლების ჯერ მომხრე და ამჟამად რადიკალი კრიტიკოსია და იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. რამეთუ, ჩვენი არაერთი წყაროს ინფორმაციით, ეს კომპანია ნერგავს და ახორციელებს დისკრიმინაციულ პრაქტიკას სხვადასხვა საკურიერო კომპანიების საქმიანობის ,,ჩასაკლავად”.

კონკრეტულად:

როდესაც რომელიმე საკურიერო კომპანია შეკვეთას აკეთებს დისტანციურად ,,PSP” -ში კონკრეტული სამედიცინო პროდუქტის შესაძენად, თავად ,,PSP“-ს ლოკალური ,,სტაფი” მოქმედებს შემდეგნაირად – ადგილზე გამოცხადებულ კურიერს მაქსიმალურად უყოვნებენ შეკვეთას, იმდენად, რომ ,,PSP“-ს აფთიაქებთან გამვლელი თბილისის მოქალაქეები არაერთ მოტობაიკსა და კურიერს ამჩნევენ საკუთარი რიგის მომლოდინეს. ეს დაყოვნებები ზოგ შემთხვევაში საათზე მეტ ხანსაც გრძელდება, რაც მომლოდინე კურიერთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

მაგრამ მთავარი პრობლემა აღნიშნული არაა. ,,ძაღლის თავი” დამარხულია ,,PSP“-ს შიდა საიდუმლო ,,ფავორიტიზმში”. როდესაც ერთი კონკრეტული და არც თუ ისე ცნობილი კურიერული კომპანია ( რომლის მენეჯმენტიც მჭიდროდაა დაკავშირებული ნათესაური და ბიზნეს ინტერესებით ზემოხსენებულ ბატონ ოქრიაშვილთან ) სარგებლობს ,,სპეც პრივილეგიებით”. რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ კომპანიის კურიერები 5 წუთიც კი არ აგვიანებენ შეკვეთის მიღებას, ხოლო როდესაც უკმაყოფილო კლიენტები სხვა საკურიერო კომპანიების გაჭიანურებული მომსახურეობის გამო გამოთქვამენ სამართლიან უკმაყოფილებას, მათ ირიბად და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ,,PSP“-ს ,,სტაფი” მიანიშნებს, რომ ,,ფავორიტი” კურიერული კომპანიის მომსახურეობის შემთხვევაში მათი შეკვეთები დიდი ხნის მიტანილი იქნებოდა.

ამ ეტაპზე, ვინაიდან მოკვლევა განგრძობადია ჩვენ გადავწყვიტეთ არ დავასახელოთ ამ უკანონო პრივილეგიების მქონე, ,,PSP”-თან ფარულ და კარტერულ გარიგებაში მყოფი ეს კურიერული კომპანია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მეორე კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული შპს-ს შექმნაში და გაძლიერებაში უშუალოდ ,,PSP“-ს მფლობელის თანხები იქნა ჩადებული, რაც მიზნად ისახავს ამ სარფიანი სფეროს მონოპოლიზებას უკანონო ფარული ქმედებებით. 

რა თქმა უნდა, ჩვენთვის გასაგებია, რომ ბიზნესი კონკურენციაზეა აგებული და ვისაც მეტი შნო და უნარი აღმოაჩნდება, მოგებულიც ის გამოვა, თუმცა, ზუსტად იმიტომ, რომ კონკურენცია ,,მგლურ” კანონებში არ გადაიზარდოს – ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და არსებობს ადმინისტრაციული ორგანო ეროვნული კონკურენციის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებას, რამეთუ ისეთმა მსხვილმა ბიზნეს ოპერატორებმა, როგორიც ზემოაღნიშნული ,,PSP” უსამართლო პრივილეგიები არ მოიპოვოს და მცირე კურიერული კომპანიები თვითნებურად და უსამართლოდ არ დაჩაგროს, რაც გარდა ინდივიდუალური კურიერების ,,PSP“-ს აფთიაქებთან საათობით ყურყუტში გამოიხატება და საბოლოოდ კი, ამ კურიერული კომპანიების სარფიანი ბიზნესიდან გაძევებას ისახავს მიზნად.

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor