
ექსკლუზივი – ,,PSP”-ში ქაოსი სუფევს და ,,ყველას თავის ძვალი აქვს საღრღნელი”
როგორც ჩვენი წინა პუბლიკაციებიდან ( ,,ექსკლუზივი – ,,PSP” ფარულ კარტელურ გარიგებებში იმხილება” ? ექსკლუზივი – ,,PSP”-ს მფლობელს კახა ოქრიაშვილს უკიდეგანო სიხარბეში ადანაშაულებენ და ხალხის უკიდურეს გასაჭირზე კაპიტალიზებაში სდებენ ბრალს” ? ,, ) მკითხველისთვის ცნობილია, ფარმაცევტულ კომპანია “PSP”-ს კორტელურ გარიგებაში და მედიკამენტების ფასების ხელოვნურ ზრდაში მრავალი მომხმარებლი ადანაშაულებს.
,,GEO NEWS”-მა არაერთხელ სცადა უშუალოდ “PSP”-ს მფლობელ კახა ოქრიაშვილთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, რადგან ოქრიაშვილმა ჩვენს არც ერთ ზარს შეგნებულად არ უპასუხა. ჩვენ მას არაერთხელ დავურეკეთ, თანაც სხვადასხვა დროს. ასევე, არაერთხელ ვცადეთ უშუალოდ მენეჯმენტთან დაკავშირება, რომ ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიგვეღო. ჩვენ უშუალოდ პრესასთან კომუნიკაციაზე უფლებამოსილ პირთანაც ვცადეთ კომუნიკაცია, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამ ქალბატონმა მისთვის სამუშაო საათებში კი, არ იკადრა ზარებზე პასუხი. ალბათ ჩვენთვის არ ეცალა – ან ყავის სმით, ან ,,სქროლვით” იყო გართული. არადა, თითქოს პროფესიული პასუხისმგებლობა სწორედაც, რომ მედიასთან ურთიერთობაში უნდა გამოიხატებოდეს. ლოგიკა გვკარნახობს აღნიშნული პირი სწორედ ამაში უნდა იღებდეს ხელფასს. როგორც ჩანს, ,,PSP”-ში ძაღლი პატრონს ვერ სცნობს და ყველასი თავის ძვალი აქვს საღრღნელი.
შემდგომში იძულულებული გავხდით, ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია მენეჯერისათვის დაგვეტოვებინა და ,,PSP”-ს მიმართ არსებული კითხვების შესახებ პასუხების მოწოდება მისთვის გვეთხოვა, თუმცა, ეჭვი გვეპარება მათ ადეკვატურ რეაგირებაში, რადგან ქალბატონი ყველა სიკეთესთან ერთად ცინიკურად გვესაუბრა. არადა, პირველ რიგში, მათივე ინტერესშია არსებულ მძიმე ბრალდებებზე ადეკვატური პასუხები გასცენ და არ დაემალონ სიმართლის დადგენას, დუმილითა და წაყრუებით, რადგან ისეთ კონკრეტულ ბრალდებებზე, როგორიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, პასუხის არ გაცემა მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს : ,,PSP”-ს არ აქვს სარწმუნო პაუხები წაყენებულ ბრალდებებზე.
რასაკვირველია, ,,GEO NEWS” კვლავ შეეცდება მიიღოს სათანადო პასუხები ,,PSP”-სგან და თუ მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ იძულებული გავხდებით მივმართოთ ისეთ გზას, რაც საკითხს ნათელს მოჰფენს, რაკი ასეთი მიდგომა მკითხველის საუკეთესო ინტერესშია.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი, თამთა მაისურაძე





