• March

    5

    2025
  • 63
  • 0
ვაზისუბანში ფეხბურთის მოედანი და სკეიტპარკი მოეწყო

ვაზისუბანში ფეხბურთის მოედანი და სკეიტპარკი მოეწყო

დედაქალაქის მთავრობის მიზანია, რომ ყველა რაიონში არსებობდეს მულტიფუნქციური ცენტრები, ღია და დახურული ტიპის სტადიონები. ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა და, რა თქმა უნდა, მუშაობა კვლავაც გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი ასეთი პროექტი დასრულდა ისნის რაიონში.

„ვაზისუბნის დასახლებაში, მე-5 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ღია ტიპის ფეხბურთის მოედანი, სკეიტპარკი თავისი განათების სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. სამუშაოებში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. სკეიტპარკები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოებს სხვადასხვა უბანსა და რაიონში. დედაქალაქში განხორციელებული ყველა სკეიტპარკის პროექტში საერთაშორისო ნორმები გათვალისწინებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ სამ მლნ ლარამდე შეადგინა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა დიდ დიღომში რამდენიმე თვის წინ გახსნილ მულტიფუნქციურ ცენტრზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ცენტრში ფუნქციონირებს ორი საცურაო აუზი, ჭიდაობის, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, სატრენაჟორო დამოუკიდებელი სივრცე. ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა თავიანთი სურვილისამებრ ივარჯიშონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor