
ვაი ჟურნალისტის ელისო კილაძის თავსატეხი – რატომ ,,ვკიდივარ” ყველას ?
,,საღორიის ბინადარი” საკუთარ ამპლუაშია – ოღონდ ვინმეს წაწვდეს და უკბინოს, სულ არ აქვს მნიშვნელობა სად კბენს. საოცარი ქართული ფენომენია. მთელი ცხოვრება იყო ,,ნოუბადი” და ყოველთვის პარაზიტირებდე ,,სამბადის” წარმატებაზე.
ამჯერად, ჩემს მეგობარს, ადვოკატ ტატო კაკაბაძეს ეცა, მაგრამ როდესაც დაინახა კოლეგების მხრიდან ღირსეული მხარდაჭერა, ჟურნალისტებსაც გადმოგვწვდა ვითომდა აგდებით და გამოძიება – გამოძიებაო გაიძახის….
სრული ნონსენსია, ეს სუბიექტი იურისტობას იჩემებს ( განათლებით ) და ის ელემენტარული სტანდარტიც არ იცის, რომ რაიმეს გამოსაძიებლად სულ მინიმუმ ისეთი სახის მტკიცებულებები მაინც უნდა იყოს, რომ გონივრული ეჭვის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ,,დაბოტოქსებული” ყოფილი გელფრენდის ნახევრად შეწუხებული სახით და ,,ბრეტელებიან მაიჩკაში” მოყოლილი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით სავსე ე.წ. სთორი, არც ახალი და არც ძველი ძალოვნების პირობებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს არ ქმნის. ასე რომ, მოწყობილი ,,ქარიშხალი” იმ ჭიქის კიდეს ვერ გაცდება, რომელშიც ,,ქუხს და გადმოდის”.
დაბოლოს, ,,საღორიის ბინადარს” ვურჩევდით, შეკვეთები ისეთებზე აიღოს, ვინც შეიძლება მის საკბილოდ გამოდგეს. ტარიელ კაკაბაძესთან ის ორბიტალურ სიახლოვეზეც ვერ მივა და როგორც ქართულ ქალაქურ გამონათქვამშია….კბენით თუ გაამწარებს.
ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”





