• April

    23

    2025
  • 75
  • 0
ვაკის რაიონში ე.წ. ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში ე.წ. ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ე.წ. ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა და მათი განახლება. 2017 წლიდან დღემდე ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს და ამისთვის როგორც საქალაქო სამსახურები, ისე გამგეობები ყველაფერს გააკეთებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ე.წ. ნანტის სკვერის ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება – მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკო ავეჯი და ტერიტორიაზე მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor