• September

    7

    2023
  • 120
  • 0
ვანო მერაბიშვილი – კაცობრიობისთვის აუცილებელია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს “

ვანო მერაბიშვილი – კაცობრიობისთვის აუცილებელია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს “

,,არავითარი თანამდებობა არ მინდა და არც კულისებიდან ვმართავ ნაციონალურ მოძრაობას”

ცხოვრებაში ყველაზე მეტად პოლიტიკაში მოსვლას ნანობს – ვისაც ვენდე იმათ მიღალატესო; დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ბევრ რამეს შეცვლიდა… ინტერვიუებს არ იძლევა, თუმცა დაუშვა გამონაკლისი და ბლიც-ინტერვიუზე დაგვთანხმდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ.

ბატონო ვანო, როდის დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა და თქვენი პროგნოზით, მას რა შედეგი მოჰყვება ?

– რა თქმა უნდა, დღეს მთავარი უკრაინის წარმატებაა. ალბათ საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი ამ აზრზეა. რაც შეეხება დანარჩენს, მოდით ვრცელი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ერთს გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს როდის დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა რუსების წინააღმდეგ, ნამდვილად არ ვიცი. პროგნოზსაც ვერ გავაკეთებ, რადგან ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება მკითხაობაა. თუმცა მსოფლიოსთვის, მთელი კაცობრიობისთვის აუცილებელია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

– საქართველოს მთავრობის მეგობარი უკრაინისადმი მხარდაჭერა რამდენად დამაკმაყოფილებელია?

– თქვენ იცით, რომ მე ძირითადად უკრაინასა და ევროპაში ვიმყოფები, საქართველოში იშვიათად. და ქართულ პოლიტიკაზე განცხადებებს არ ვაკეთებ.

– ქართველი მებრძოლების წვლილს უკრაინაში როგორ აფასებთ?

– ისინი საქართველოს პატრიოტები არიან…

,,აირაის” ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე (მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებლებზე) რას იტყვით ?

– არ ვიცნობ ამ კვლევას და საერთოდაც, ქართულ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული. მეტიც, მინდა დავკარგო ცნობადობა… გიმეორებთ, პოლიტიკა აღარ მაინტერესებს, ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა.

და მაინც, თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ მიმდინარე შიდა დაპირისპირებამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვიოს?

– ვიმეორებ, არ ვარ ჩართული ქართულ პოლიტიკაში და არ მაინტერესებს ეს თემა. ზოგადად ცხოვრებაში და პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. იმედია, პარტიის გაყოფას ( თუ ეს მოხდა ) მე არ დამაბრალებენ…

– და ბოლოს, რა გეგმები აქვს პოლიტიკიდან წასულ ვანო მერაბიშვილს?

– როგორც გითხარით, არ ვარ საქართველოში და არც ქართულ პოლიტიკაში ვაპირებ დაბრუნებას. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ყველა მაღალი თანამდებობა მეკავა, ეს წარსულია… დღეს არავითარი თანამდებობა არ მინდა და არც კულისებიდან ვმართავ „,ნაციონალურ მოძრაობას“. დამიჯერეთ, არ ვარ ქართულ პოლიტიკაში, მინდა მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრო… თუმცა თუ სამშობლო დამიძახებს, მზად ვარ ვემსახურო სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor