• November

    26

    2024
  • 82
  • 0
ვახტანგ გომელაური – გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

ვახტანგ გომელაური – გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლებიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

„მინდა, აღვნიშნო, რომ, გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს. გაიზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა და გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის შესაბამის სამსახურებთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor