• February

    26

    2025
  • 73
  • 0
ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო

ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილ საკოორდინაციო შტაბის სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოები განიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს.

„ვახტანგ გომელაური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბშიც იმყოფებოდა და ადგილზე არსებული დეტალური ინფორმაცია შტაბის წევრებისგან მოისმინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან ერთად დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor