• May

    6

    2025
  • 81
  • 0
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა აჭარის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან, მათ შორის მოახლოებულ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით რეგიონში ტურისტებისა და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor