• November

    19

    2024
  • 58
  • 0
ვახტანგ ცინცაძე – 2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ვახტანგ ცინცაძე – 2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.

„მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტს შეადგენს, რაც მესამე კვარტლების ჭრილში არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 47.1 პროცენტს შეადგენს.

„პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ზოგადად, შრომის ბაზარს ტენდენციების კუთხით თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, უფრო მეტად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და ამ ფონზე მცირდება უმუშევრობის დონე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ და ჯანსაღ ტენდენციებს, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცინცაძის თქმით, პოზიტიური მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელია ეკონომიკური აქტივობის ზრდა ქვეყანაში.

„არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ამავდროულად, ჩვენი ამოცანა და მიზანია, მომავალ წლებში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რათა გავაძლიეროთ ის ტენდენციები, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.5 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor