• January

    16

    2026
  • 74
  • 0
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესანიშნავი იყო, – ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მაჩადოს თქმით,აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამ „ძალიან კარგად“ ჩაიარა.

ამასთან, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა.

შეხვედრის შემდეგ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი თეთრ სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის მიენიჭა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor