• August

    11

    2025
  • 79
  • 0
ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედი სამედიცინო აქცია ჩაატარა.

ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტი, კარდიოლოგი,ზოგადი ქირურქი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფია. განხორციელდა 280 სამედიცინო ვიზიტი;

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში, ნიკოლოზ კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალმა, უფასო სამედიცინო აქცია, მოძრავი ამბულატორიით, პირველად, სწორედ მანგლისში ჩაატარა და სამხედრო მედიცინის დღეს მიუძღვნა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს ვეტერანები პროფესიულ დღეს ულოცავენ სამხედრო ექიმებს, მედპერსონალს, რომელთა ძალისხმევა და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეუფასებელია.

ინფორმაციისთვის, ჩვენს ქვეყანაში, სამხედრო მედიცინის დღე, 11 აგვისტოს აღინიშნება. 1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე, საქართველოში, სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor