
ვინ აფერხებს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ?
ორიოდე დღის წინ ,, Geo News “– მა გამოაქვეყნა წერილი სათაურით : ,, ნაცების” ტროლების მუქარა, პოლონეთიდან მომფრინავი პიროტექნიკი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მორიგი საქმე ” ?! სტატიაში აღვნიშნეთ, რომ ველოდებოდით, რას დაადგენდა დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველო, რის შესახებაც ვაუწყებდით ჩვენს მკითხველს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველომ საქმე შესასწავლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა, რომელსაც მყისიერად დავუკავშირდით. გამომძიებლის თქმით, აღნიშნული საქმე სავარაუდოდ მათი გამოსაძიებელი არ იქნება, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს დაუბრუნდება. ხოლო ვინ შექმნა ქალბატონ ნანა დუმბაძის სახელით ფეისბუკ გვერდი, მოგვაყენა შეურაცხყოფა და გამოგვიგზავნა ვიღაცეების პორნოგრაფიული კადრები ( ჯერ-ჯერობით არ ვაკონკრეტებთ ) რთული დასადგენია, ანუ ე.წ.აიპი მისამართის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელიაო, მიგვანიშნა გამომძიებელმა.
ჩვენ აღვნიშნეთ რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოებში არიან მაღალი კლასის პროფესიონალები და გვაქვს მათი იმედი. კი არიან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის სახელმძღვანელო რგოლი, დიახ, რასაც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ხელმძღვანელობაზე. აშკარაა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელმძღვანელობას არ უნდა, რომ ე.წ. აიპი მისამართი დადგინდეს ან ეზარება ( ასე ამბობენ, ჩვენთან იურისტები ). მაგრამ, როცა მოუნდათ უმალ დაადგინეს ვინმე ნანა დუმბაძის ადგილმდებარეობა – ბათუმი.
ვინაიდან სიგნალი წამოვიდა ბათუმიდან ჩვენ უკვე არ გამოვრიცხავთ, რომ პირი, რომელმაც შეურაცხყოფა მოგვაყენა იმყოფება ბათუმში ან თურქეთში. ასე ვთქვათ, ბურუსიდან გამოვიდა ჩვენი ძველი ,, მეგობარი “, თურქი თაღლითი გოქსელ გენჩი, რომელსაც ბათუმში დიდი საახლობლო ჰყავს. ეს გოქსელ გენჩი კვლავ გააქტიურდა, როცა ჩვენ რამდენიმე თვის წინ ისევ მის არარსებულ კომპანიაზე ,, გენჩ ინშაათ საქართველოს ფილიალზე “და დუშეთის ტენდერზე დავწერეთ, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია კი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადავეცით, სადაც მასზე 2020 წლიდან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მაგრამ თურქს ჰყავს ქართველი მფარველები, რაზეც ჩვენ წლებია ვწერთ. ჩვენი ინფორმაციით ესენი არიან : ზაქარია ქუცნაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი და სხვანი…2018-2019 წლებში თაღლითი თურქი ბიზნესმენ რაულ ნიჟარაძესთან ერთადაც შედიოდა სახელმწიფო ტენდერებში. დღეს მათი გზები გაყოფილია, რაულ ნიჟარაძე გოქსელ გენჩს უჩივის.
ეტყობა ამ ჩამოთვლილთა შორის არის ის ადამიანი, რომელსაც ნაცნობობის ფართო წრე აქვს საქართველოს ძალოვან უწყებებთან და მისი თხოვნით თუ მოთხოვნით პოლიცია იწყებს ჩვენთვის გაუგებარ თამაშებს და შედის ჩიხში. ჩვენი აზრით, პოლიციას უნდა საქმის გამოძიება, მაგრამ ჩვენთვის უცნობი პირი ან პირები უქმნიან დიდ შეფერხებებს. და თუ ეს პირი ან პირები არიან გოჩა არჩაიას ,, ბანდის ” წევრები ანუ ,, ნაციონალები “ ( თუმცა გოჩა არჩაია ზაქარია ქუცნაშვილის ძმადნაფიცის მეგობარიცაა ) მით უფრო უცნაური ხდება პოლიციის მაღალჩინოსნების პასიურობა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ შსს არ არის გაწმენდილი ,, ნაცმოძრაობის ” და გახარიას აგენტებისგან. ყველაზე არასერიოზული, რაც შეიძლება იყოს ჩვენ საქმეში, ეს არის მათი მტკიცება, რომ თურმე ჩვენ ვართ ,, ნაციონალები”, რადგან წლებია მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმეების გახსნას და არ ვართ ,,გასუსულები “.
ჰოდა, სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელმძღვანელობას შსს-ს გენერალურ ინსპექციაში უჩივლა, რადგან საქმის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადასროლამდე არ დაადგინეს ე.წ. აიპი მისამართი. თუ იმას გავითვალისწინეთ, რომ დღევანდელ კომპიუტერულ ტექნიკას შეუძლია ქვესკნელიდანაც მზის შუქი დანაახოს ნებისმიერ ბოროტმოქმედს, მით უფრო საკვირველია, რატომ არ შვრებიან ამას….?!
p.s. რაც შეეხება პიროტექნიკს პოლონეთიდან, გოჩა არჩაის ის კვლავ დაგვიკავშირდა, რათა ჩვენი ბრალდებებისთვის პასუხი გაეცა. ინტერვიუს გამოვაქვეყნებთ.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი





