• December

    9

    2024
  • 149
  • 0
ვის ბინძურ თამაშს თამაშობს ელისო კილაძე და ვის დაშანტაჟებას ცდილობს ,,პანდორას ყუთით” ?

ვის ბინძურ თამაშს თამაშობს ელისო კილაძე და ვის დაშანტაჟებას ცდილობს ,,პანდორას ყუთით” ?

საქართველოში საკუთარი ინტრიგნობითა და ბინძური საქმეებით ,,სახელგანთქმულმა” ელისო კილაძემ, მე, ქეთევან ხომერიკს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ასეთი პოსტი მომიძღვნა :  ,,რუსების პროპაგანდისტია, ვალოდია ხომერიკის ნათესავი. ე.წ. ჟურნალისტი”. ამ პოსტს თან ერთვოდა ჩემი კედლიდან აღებული ორი ფოტო. ერთი – საპროტესტო აქციის ადგილი, მეორე – მოსკოვი ( ბიძაჩემ ვლადიმერ ხომერიკთან ერთად ვარ გადაღებული ) , რომელსაც ეს არსება წლებია აფრიალებს – ,,ჩაიხვია ფირფიტამ”.

მსგავს პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ელისო კილაძის სამეგობრო წრიდან არაერთი შეურაცხმყოფელი და დამაბულინგებელი შეფასება მოჰყვა სხვადასხვა მომხმარებლის მიერ.

მსგავსი ქცევის მიზანი ჩემი პირადი და პროფესიული დისკრედიტაცია იყო.

არადა, როგორც კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, ეს ქალბატონი, მრავალი წლის განმავლობაში რუსეთიდან თავად იღებდა კონკრეტულ მითითებებს, თუ რა სახის სტატიები უნდა გამოექვეყნებინა, დღეს კი მე მაბრალებს რუსეთის დაკვეთით მუშაობას. ისეთი ვითარებაა ნამდვილად ვერ მიხვდები, სად გაგეცინოს და სად იტირო.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემზე თავდასხმას, ანუ კილაძის დამკვეთს, ამაზე მოგვიანებით.

ალბათ ძნელი გასახსენებელია ვინმე ისეთი დაბალი მორალური პრინციპების, როგორიც ეს სუბიექტია. ყველას ახსოვს მისი სტერილური გონება და ღორივით ტალახში კოტრიალის სიყვარული. ამიტომაც იქვე მიიღო რა ჩემგან შესაბამისი პასუხი, თავს ჩემი დაბლოკვით უშველა, თუმცა პანდორას ყუთის გახსნით დამემუქრა…..ჰოდა, მე თავად გავხსენი ეს ყუთი, მას მერე, რაც სამართალდამცავ ორგანოებს შევატყობინე ჩემს მიმართ ღირსების შელახვის, შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტის შესახებ, რასაც ადგილი ელისო კილაძისგან ჰქონდა, რაზეც სათანადო რეაგირების განხორციელება მოვითხოვე.

ამჯერად, ეს იმბეცილი ნამდვილად აგებს პასუხს საკუთარი ღორული ქცევის, რეპუტაციის შელახვისა და შეურაცხყოფის გამო და არცერთი მისი ქმედება სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩება.

მიმაჩნია, რომ ელისო კილაძე, ეს სტაჟიანი პროვოკატორი დამსახურების თანახმად, უნდა დაისაჯოს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა დაინახოს მისი მორალური სახე.

რა საგულისხმოა, რომ ნარკოტრაფიკის არაერთი მონაწილე სუბიექტი სწორედ ელისო კილაძემ დააჭერინა პოლიციას, რაც თითქოსა, შემთხვევით მოხდა, თუმცა გაუგებარია, საიდან უნდა ფლობდეს მსგავს სენსიტიურ მონაცემებს ,,ჟურნალისტი” კილაძე, თუ ის თავად არაა ამ ბიზნესში ?

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მსურს ხმამაღლა და ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ არ არსებობს პირი ან არგუმენტი, რომელიც შეძლებს ჩემს გადარწმუნებას ამ იმბეცილის კანონ შესაბამისად დასჯისგან. შესაბამისად, არც მისი ბინძური ჭორების და არც მის მიერ დაშანტაჟებული სხვადასხვა ჯგუფებისა, თუ პირების არ მეშინია და ჩემი სიმართლისათვის ბოლომდე ვიბრძოლებ.

დაბოლოს, ჩემთვის გასაგებია, რომ კილაძე ჩემთან შემოგდებულია, ამიტომაც უკან დახევა არ იქნება.

( გაგრძელება იქნება ) 

ქეთი ხომერიკი 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor