• October

    17

    2024
  • 67
  • 0
ვის დაასახელებს საკუთარ არაკონსტიტუციურ სვლაში ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ?

ვის დაასახელებს საკუთარ არაკონსტიტუციურ სვლაში ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ?

ერთ დროს ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა და მის პოლიტიკას იზიარებდა. დღეს კი, ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სულ უფრო გადის და მის კონპეტენციას ცდება.

აქტუალობას არ კარგავს პრეზიდენტის ე.წ ,,ქართული ქარტია”, რომლის გათვალისწინებით ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სია უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს.

სანამ პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგს ჩანიშნავს და ჩვეულ ტონში მმართველ პარტიას უსაფუძლოდ გააკრიტიკებს, მედიაში პირველი კონტური უკვე გამოიკვეთა, თუ ვინ შეიძლება იყოს ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი. ეჭვები მას შემდეგ გამყარდა, რაც ათონელის სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები გაიმართა. ეს სწორედ იმ გილაურზეა საუბარი, რომელიც, ,,ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმის მაღალჩინოსანი იყო და რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში 2012 წლის შემდეგ საერთოდ არ ჩარეულა.

დასავლეთიდან მართული პრეზიდენტი, რომელიც თავის დროზე ე.წ ,,ქართული ქარტიის” ერთობით თავს იწონებდა, შესაძლოა ქარტიის მიღმა აღმოჩნდეს. თუ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილმა ტექნიკური მთავრობის პრემიერად ნიკა გილაური დაასახელა, მაშინ ქარტიას გიორგი გახარიას გუნდის ხელმოწერის გაუქმება მოჰყვება. ამას მოწმობს გახარიას პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდის განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ ისინი იმ შემთხვევაში მიესალმებიან ტექნიკური მთავრობის ფორმირებას, თუ მასში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ იქნებიან წარმოდგენილნი.

თემაზე არაერთგვაროვანი შეფასებებია ოპოზიციაში, რადიკალების ნაწილი ხელახალი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია.

პრეზიდენტისა და რადიკალების დასავლეთიდან ნაკარნახევი ე.წ ,,ქართული ქარტია” მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ისინი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას, არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor