
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვიქტორ ორბანი – ამერიკას საბოლოოდ ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ნამდვილად სძულს ომი, დავუდგეთ ტრამპს გვერდით, ლიდერს, რომელიც მზადაა, დაასრულოს ეს სიგიჟე და დაამყაროს მშვიდობა
ამერიკას საბოლოოდ ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ნამდვილად სძულს ომი. მოდით, დავუდგეთ დონალდ ტრამპს გვერდით, ლიდერს, რომელიც მზადაა, დაასრულოს ეს სიგიჟე და დაამყაროს მშვიდობა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განცხადა.
„ომი ტკივილია – ეს არ არის გამოგონილი კონფლიქტი. ფრონტის ხაზზე ყოველი სიკვდილი ქვრივს, მგლოვიარე დედას ან ობოლს ტოვებს. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, სასტიკია. ამერიკას საბოლოოდ ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ნამდვილად სძულს ომი. მოდით, დავუდგეთ დონალდ ტრამპს გვერდით, ლიდერს, რომელიც მზადაა, დაასრულოს ეს სიგიჟე და დაამყაროს მშვიდობა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.




