• October

    22

    2025
  • 32
  • 0
ვიქტორ ორბანი – დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება გრძელდება, თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია

ვიქტორ ორბანი – დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება გრძელდება, თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ახლა ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტის მომზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. როცა დრო დადგება, ჩავატარებთ მას“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდებოდა. შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. დონალდ ტრამპმა ბოლოს აღნიშნა, რომ არ სურს უშედეგო შეხვედრა და დროის ფუჭად კარგვა, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor