• November

    6

    2025
  • 23
  • 0
ვიქტორ ორბანი – ვაშინგტონში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ, ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება

ვიქტორ ორბანი – ვაშინგტონში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ, ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, წლის პირველი ათი თვე იყო საწყისი ფაზა, რომლის განმავლობაშიც აღდგა ის ზიანი, რაც უნგრეთმა და უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს განიცადა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანის თქმით, უნგრეთის მიზანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.

„პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები გაქრა, აშშ-ის დაფინანსება უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეწყდა და ჩვენ კვლავ შეგვიძლია შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე მოგზაურობა. ამით პირველი ფაზა დასრულდა. დღეს ჩვენ ვაშინგტონში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ თანამშრომლობას, ინვესტიციებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ პერიოდზე დისკუსიებს. ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ შეთანხმებაზე, რომელიც ემსახურება უნგრეთის ყველა მოქალაქის ინტერესებს. ვაშინგტონში მივემართებით. შევუდგეთ მუშაობას“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor