• January

    20

    2025
  • 73
  • 0
ვიქტორ ორბანი – სულ რამდენიმე საათი და მზეც კი სხვაგვარად გაანათებს ბრიუსელში, დასავლურმა მსოფლიომ მიიღო პატრიოტი, მშვიდობის, ოჯახის მხარდამჭერი პრეზიდენტი ვაშინგტონში

ვიქტორ ორბანი – სულ რამდენიმე საათი და მზეც კი სხვაგვარად გაანათებს ბრიუსელში, დასავლურმა მსოფლიომ მიიღო პატრიოტი, მშვიდობის, ოჯახის მხარდამჭერი პრეზიდენტი ვაშინგტონში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპაში მემარჯვენეების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„სულ რამდენიმე საათი და მზეც კი სხვაგვარად გაანათებს ბრიუსელში. აშშ-ში ახალი პრეზიდენტი, ბრიუსელში პატრიოტების დიდი ფრაქცია, დიდი ენთუზიაზმი. ასე რომ, შეიძლება დაიწყო დიდი თავდასხმა. ამით მე ვიწყებ შეტევის მეორე ფაზას, რომლის მიზანია ბრიუსელის ოკუპირება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობას ეძღვნებოდა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ტრამპის გამარჯვებით დასავლური ლიბერალური პოლიტიკა გამოწვევების წინაშე დადგა.

„ვარსკვლავების განლაგება ჩვენს თავზე ახლა ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე 2024 წელს იყო. ჩვენ არა მხოლოდ გავძლიერდით, არამედ ლიბერალური პოლიტიკის ფლაგმანი ჩაიძირა. დასავლურმა მსოფლიომ მიიღო პატრიოტი, მშვიდობის მხარდამჭერი, ანტიმიგრაციული, ოჯახის მხარდამჭერი პრეზიდენტი ვაშინგტონში“, – განაცხადა ორბანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor