• February

    14

    2025
  • 51
  • 0
ვიქტორ ორბანი – უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ომის დასრულებისთანავე მსოფლიო ეკონომიკაში და ევროპულ ენერგოსისტემაში რუსეთის ხელახლა ინტეგრაცია მოხდება

ვიქტორ ორბანი – უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ომის დასრულებისთანავე მსოფლიო ეკონომიკაში და ევროპულ ენერგოსისტემაში რუსეთის ხელახლა ინტეგრაცია მოხდება

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ომის დასრულებისთანავე მსოფლიო ეკონომიკაში და ევროპულ ენერგოსისტემაში რუსეთის ხელახლა ინტეგრაცია მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული რადიოს ეთერში განაცხადა.

ორბანის თქმით, ეს უნგრეთის ეკონომიკას დიდ ბიძგს მისცემს.

„ეკონომიკას თუ განვიხილავთ სანქციებით და სანქციების ომით, უნგრეთი კარგავდა წელიწადში 6,7 მილიარდ ევროს, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 20 მილიარდი ევროა. ეს დიდი თანხაა. ასე რომ, აშშ-ის პრეზიდენტი თუ დაამყარებს მშვიდობას, თუ იქნება შეთანხმება, ვფიქრობ, რუსეთი იქნება ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, კვლავ იქნება ინტეგრირებული ევროპის უსაფრთხოების სისტემაში და ევროპის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სისტემაშიც კი. ეს უნგრეთის ეკონომიკას დიდ ბიძგს მისცემს. ეს არის დიდი შესაძლებლობა. ჩვენ ბევრს მოვიგებთ სამშვიდობო შეთანხმებით“, – განაცხადა რადიოს ეთერში ორბანმა, რომლის ციტატასაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია, რატომ უნდა მიიღოს ევროპამ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი, თუ ევროპა ომს უჭერს მხარს. რაც შეეხება უნგრეთს, მისი განცხადებით, უნგრეთი იქნება ყველგან, სადაც მნიშვნელოვანი უნგრული ინტერესები იქნება განხილული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor