• November

    27

    2023
  • 100
  • 0

ვიქტორ ორბანი – უკრაინელები ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებენ. ვიქტორ ორბანის განცხადებას მისი ოფისის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩსი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოში ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დასავლეთის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინელები გაიმარჯვებდნენ ბრძოლის ველზე, რუსების დამარცხება კი მოსკოვში პოლიტიკურ ხელმძღვანელობის შეცვლას გამოიწვევდა, თუმცა მისი თქმით, ეს ასე არ მოხდება.

„უდავოა, რომ აგრესია არის აგრესია. საერთაშორისო სამართლის დარღვევა არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ჩვენთვის ეს მიუღებელია. ამაზე ზედმეტად ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს ცალსახაა, თუმცა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორი რეაგირება მოვახდინოთ ამაზე ჩვენ, ევროპელებმა? ჩვენ ეს შესაბამისად არ გაგვიკეთებია. მე მახსოვს, როდესაც ანალოგიური კრიზისი მოხდა ყირიმთან დაკავშირებით, მაშინ ევროპულ საბჭოში მე ასევე ვიყავი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ ერთად ვთქვით, რომ უნდა მოვახდინოთ კონფლიქტის ლოკალიზება და იზოლირება. ჩვენ გავგზავნეთ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები მოლაპარაკებების გასამართად და მივაღწიეთ მინსკის შეთანხმებას, რომელსაც არ გადაუჭრია, თუმცა გარკვეულწილად გაუმკლავდა სიტუაციას. დღესდღეობით, როდესაც ეს დონეცკის კონფლიქტი გაჩაღდა, ჩვენი პასუხი იყო საპირისპირო – კონფლიქტის გლობალიზაცია, არა ლოკალიზაცია, არამედ მისი ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია. ახლა ეს საკითხი არის გლობალური. ვფიქრობ, რომ ეს ცუდია ყველასთვის – ევროპისთვის, უკრაინელებისთვის, რუსებისთვის. როდესაც ამ ომზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, სად ვართ, რა იყო ამ ომში დასავლეთის სტრატეგია. ჩვენი სტრატეგია იყო, რომ უკრაინელები იბრძოლებდნენ და გაიმარჯვებდნენ ბრძოლის ველზე, რუსები დამარცხდებოდნენ და ეს მარცხი გამოიწვევდა ცვლილებებს მოსკოვში, იქნებოდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ მოლაპარაკებებს შევძლებდით, პუტინი არის სამხედრო დამნაშავე და ახალი ხელმძღვანელობა იქნებოდა მისაღები პარტნიორი ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის. ასეთი იყო სტრატეგია. ჩვენ ვაფინანსებთ, უკრაინელები იბრძვიან და იხოცებიან. სად ვართ ახლა, აშკარაა, რომ უკრაინელები არ გაიმარჯვებენ ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არის. რუსები არ დამარცხდებიან. მოსკოვში არ მოხდება პოლიტიკური ცვლილება. ეს არის რეალობა“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor