• August

    16

    2025
  • 165
  • 0
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ანკორიჯში – სიმბოლური გამარჯვება კრემლისთვის ?

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ანკორიჯში – სიმბოლური გამარჯვება კრემლისთვის ?

15 აგვისტოს, ალასკის ყველაზე დიდ ქალაქ ანკორიჯში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას შეხვდა. ეს შეხვედრა მრავალი მიზეზის გამო მოექცა მსოფლიო მედიისა და ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებმა ხილული შედეგი, მაგალითად, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, ვერ მოიტანა, თავად შეხვედრის ფაქტი და მისი გარემოებები ბევრი დამკვირვებლისთვის პუტინის პოლიტიკურ გამარჯვებაზე მიუთითებს.

ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ლიდერები აქტიურად ცდილობდნენ რუსეთის იზოლაციას.

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებიც კი იშვიათობა იყო, საპატიო მიღებებსა და ოფიციალურ ვიზიტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტის მიერ პუტინის აშშ-ის ტერიტორიაზე მიწვევა და, ფაქტობრივად, მისთვის „წითელი ხალიჩის“ გაშლა, კრემლისთვის უდავოდ დიდი პოლიტიკური მოვლენაა. ის სიმბოლურად ამსხვრევს რუსეთის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო ბარიერებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოთამაშის, სტატუსს.

შედეგები და განცხადებები :

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შემდეგ არ გამოქვეყნებულა რაიმე კონკრეტული შეთანხმება, დონალდ ტრამპის განცხადებები შეშფოთებას იწვევს ევროპული ლიბერალური და ანტირუსული ხელისუფლებების ეპიცენტრში.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა რუსეთი „დიად ქვეყნად“ მოიხსენია, რაც უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე ბევრისთვის გამაოგნებელი იყო.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ „ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელშია“.

ეს ფრაზა, როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობების საკითხი, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა განხორციელდეს. ამის შემდეგ კი, ომიდან რუსეთი აშკარად გაძლიერებული და გაფართოებული ტერიტორიებით გამოვა.

ტრამპის მიერ პუტინის მხარდამჭერი განცხადებები ახალი ამბავი არ არის.

გასული წლების განმავლობაში ის არაერთხელ გამოხატავდა სიმპატიას რუსეთის ლიდერის მიმართ.

მაგალითად, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი „ჯორჯ ბუშზე უფრო ძლიერი ლიდერია“ და დასძინა : „ის დიდ ლიდერად გამოჩნდა“. მან ასევე უარყო რუსეთის ჩარევა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში, რითაც სრულად ეწინააღმდეგებოდა ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების დასკვნებს.

ამგვარი დამოკიდებულება და განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული ამერიკული პოზიციისგან და ხშირად რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.

ანკორიჯის შეხვედრამ აჩვენა, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლისა, რუსეთი მაინც ახერხებს მსოფლიო პოლიტიკაში დაბრუნებას, განსაკუთრებით, თუ მას გავლენიანი მოკავშირეები უწყობენ ხელს.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor