• October

    5

    2023
  • 109
  • 0

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსოფლიოში არავინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პოტენციურმა მტრებმა რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ ყველაფერი იციან.

„მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იგი, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერი წერტილიდან თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან, საპასუხო კონტრშეტევისას, იმდენი ასეული ჩვენი რაკეტა გამოჩნდება ჰაერში ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით, რომ არცერთ მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი“, – განაცხადა პუტინმა სოჭში სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ გამოსვლაში.

ვლადიმერ პუტინმა ასევე დასძინა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა მუშაობა ატომურ კონტინენტთაშორის სარაკეტო სისტემა „სარმატზე“ და წარმატებით გამოცადა ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor