• April

    11

    2025
  • 29
  • 0
ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდეს.

ეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის უიტკოფის უკვე მესამე ვიზიტია რუსეთში. ბოლოს უიტკოფი მოსკოვში 13 მარტს იმყოფებოდა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის მაღალჩინოსნებს შეხვდა, საღამოს კი პუტინმა მიიღო.

თებერვლის დასაწყისში სტივ უიტკოფი პირველად ჩაფრინდა რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდასა და შენახვაში მსჯავრდებული ამერიკელი მარკ ფოგელის გაცვლაზე მოსალაპარაკებლად, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებში საუდის არაბეთს დედაქალაქ რიადში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor