
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კურსკის ოლქი სრულად განთავისუფლებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის არმიამ „მტერი სრულად გაანადგურა კურსკის სასაზღვრო რეგიონში“. რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის პატაკი მოისმინა, სადაც საუბარი იყო კურსკის ოლქის გათავისუფლებაზე.
პუტინის თქმით, უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში „უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს“. გერასიმოვის ინფორმაციით, კურსკის ოლქის გათავისუფლებისას „მაღალი პროფესიონალიზმი“ გამოავლინეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა 12 მარტს განაცხადა, რომ კურსკის ოლქი სრულად უნდა გათავისუფლდეს.
უკრაინულმა მხარემ ჯერჯერობით არ დაადასტურა რუსეთში გაკეთებული განცხადებები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო განცხადებაში, რომელიც 26 აპრილს დილით გავრცელდა, ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში „განაგრძობენ“ რუსეთის არმიის „შეკავებას“ და აყენებენ მას „მნიშვნელოვან დანაკარგებს“.