• September

    22

    2025
  • 60
  • 0
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი წლით დაიცვას, თუ ამას აშშ-იც გააკეთებს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი წლით დაიცვას, თუ ამას აშშ-იც გააკეთებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით გაწერილი რაოდენობირვი შეზღუდვები ამ შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ერთი წელი შენარჩუნოს, თუ ამავე ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატებიც გადადგამს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების ვადა 2026 წლის 5 თებერვალს იწურება.

„ამიტომ რუსეთი მზადაა, 2026 წლის 5 თებერვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ცენტრალური რაოდენობრივი შეზღუდვები, რომლებიც გაწერილია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი ამ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცვას, თუ ანალოგიურ ნაბიჯებს აშშ-ც გადადგამს. პუტინის თქმით, რუსეთი არ არის დაინტერსებული შეირაღების ახალი რბოლით.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ „სტრატეგიული შეიარღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების დასრულება ნიშნავს სარაკეტო-ბირთვულ პოტენციალზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ბოლო შეთანხმების გაქრობას“.

„ამ შეთანხმების მემკვიდრეობაზე სრულად უარის თქმა ბევრი თვალსაზრისით იქნებოდა მცდარი და არაშორმსჭვრეტელური ნაბიჯი, რაც, ჩვენი აზრით, ასევე ნეგატიურად აისახებოდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებაზეც“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდნეტმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი დარწმუნებულია თავისი შეკავების ძალების ეფექტურობაში.

ამასთან, პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა დესტრუქციულ ქმედებებში, რომლებიც მიმართულია გლობალური პარიტეტის დარღვევისა და სტრატეგიულ სფეროში აბსოლუტური უპირატესობის მოპოვებისკენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor