• December

    5

    2025
  • 58
  • 0
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები დონბასიდან ან თავად გავლენ, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები დონბასიდან ან თავად გავლენ, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები დონბასიდან ან თავად გავლენ, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით რამე სახის კომპრომისს უარყოფს.

„ან ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს ძალით, ან უკრაინული ჯარები დატოვებენ“, – განუცხადა მან India Today-ს.

ინტერვიუს დროს პუტინმა განაცხადა, რომ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებამდე სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია არ უნახავს.

„შეხვედრამდე სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია არ მინახავს. ამიტომ მოგვიწია ყველა პუნქტის განხილვა და ამიტომაც დასჭირდა მას ამდენი დრო“, – თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor