• January

    22

    2026
  • 76
  • 0
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ პასუხს მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებულ დოკუმენტებს შეისწავლის და სტრატეგიულ პარტნიორებთან გაივლის კონსულტაციებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, შეისწავლოს მიღებული დოკუმენტები, გაიაროს კონსულტაციები ამ საკითხზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, პასუხი გავცეთ გამოგზავნილ მოწვევას“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, „მშვიდობის საბჭო“ პირველ რიგში ეხება ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის დარეგულირებას, პალესტინელი ხალხის პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხების მოგვარებას.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს.

„პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოსთვის“ გადავიტანოთ. შეერთებულ შტატებში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრძოლის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ასეთი შესაძლებლობა ასევე განიხილება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს. ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor