• November

    28

    2025
  • 93
  • 0
ვლადიმერ პუტინი – ბუდაპეშტი უკრაინის საკითხზე დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს და მოსკოვი ამას აღიარებს

ვლადიმერ პუტინი – ბუდაპეშტი უკრაინის საკითხზე დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს და მოსკოვი ამას აღიარებს

ბუდაპეშტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს და მოსკოვი ამას აღიარებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვედრის ინიაციატორი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.

„ჩვენ შევქმენით ატმოსფერო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ღიად ვისაუბროთ და განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი. ეს გვაძლევს არა მხოლოდ საუბრის, არამედ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების შესაძლებლობასაც.

გმადლობთ, რომ დადებითი პასუხი გაეცით ჩემსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის თქვენს ქვეყანაში შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ჩვენი მოლაპარაკებები ბუდაპეშტის გამოყენებამდე მივა, მეც ძალიან მოხარული ვიქნები. მადლობას გიხდით დახმარების სურვილისთვის“, – მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავისი საქმიანობით იცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor