- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი – ისრაელში სიტუაციის გამწვავება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ისრაელში სიტუაციის გამწვავება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია.
„უკრაინის კრიზისი გრძელდება და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი. კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ზრუნავდნენ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების პოვნაზე, არამედ, პირიქით, ავრცელებდნენ საკუთარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ზეწოლას ახდენდნენ ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.
„ყოველ ჯერზე პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას“, – აღნიშნა პუტინმა.





