• March

    27

    2026
  • 26
  • 0
ვლადიმერ პუტინი – რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს ჩვენი ბრალი არ არის

ვლადიმერ პუტინი – რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს ჩვენი ბრალი არ არის

რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს მოსკოვის ბრალი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი ევროპულ სახელმწიფოებთან კავშირების აღდგენაზე.

„სავსებით გასაგებია, რომ ევროპულ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობები კრიზისშია. ეს ჩვენი ბრალი არ არის. უკრაინის მოვლენებზე მითითებები უსაფუძვლოა, ვინაიდან ევროპული კრიზისი როგორც წინა ამერიკული ადმინისტრაციის, ასევე რამდენიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის ბრალია. მათ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირეს მხარი. ამან შემდგომში მოვლენათა ტრაგიკული ჯაჭვი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება უკრაინაში. მოდით, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპულ ქვეყნებთან, მთლიანად ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამ ურთიერთობების განვითარებასა და აღდგენაზე“, – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor