• October

    15

    2023
  • 109
  • 0

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა

უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, წარუმატებლობის მიუხედავად, საომარი მოქმედებების გარკვეულ მონაკვეთებში, უკრაინული მხარე ამზადებს ახალ აქტიურ შეტევით ოპერაციებს.

„ჩვენ ამას ვხედავთ, ვიცით და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ ამაზე. ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდ სივრცეში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს ეხება კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ავდეევკის მიმართულებებს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ შეხვედრაზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ 4 ივნისს, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალი შეადგენს 90 ათასზე მეტ ადამიანს, 557 ტანკს და თითქმის 1 900 ერთეულ ჯავშანმანქანას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor