
ვლადიმერ ხომერიკი : მინისტრმა ლავროვმა რუსეთის აზრი გამოთქვა – რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არ გამორიცხავს !
ვლადიმერ ხომერიკი :,,ნუთუ, არ ესმის საქართველოს მოსახლეობას, რომ დასავლეთის ქმედებები მისი არჩეული ხელისუფლების ღია უპატივცემულობაა ?
ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს. ლავროვის ნათქვამს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მოჰყვა.
,, Geo News”- მა ზემოთხსენებული საკითხი ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტს, ვლადიმერ ხომერიკს ექსკლუზიურად შეაფასებინა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ სათაურით: ,,არის თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი” ?
გთავაზობთ ინტერვიუს გაგრძელებას.
ვლადიმერ ხომერიკი: გასაოცარია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ ბრიფინგზე ნათქვამს, კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხს და არა სპეციალურ განცხადებას, ჟურნალისტების, ოპოზიციისა და ზოგიერთი ექსპერტის აღშფოთება და ,,უცნაური” კომენტარი, რომ მოჰყვა. ფაქტია, რომ რუსეთს საქართველოსთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სსრკ-ს არსებობის მთელ გზაზე… საქართველო იყო პირველი, ვინც დაიწყო ბრძოლა რუსეთის და მისი გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ. აქ არ ვსაუბრობ იმაზე, თუ ვისი ინტერესებია პირველადი, არამედ იმაზე, რომ რუსეთს, საქართველოს მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ყოველთვის აქვს თავისი ინტერესები, რაც მისთვის არის მთავარი და რაც ბუნებრივია. ასე რომ, რუსეთი საქართველოს ყოველთვის პასუხობდა მისი ქმედებების საპასუხოდ და, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. გასაკვირია, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს ? მგონი ყველა ძლიერი სახელმწიფო ამას აკეთებს ! გაქვთ ვინმეს სხვა მაგალითები ?
–საქართველოს და ქართველ ხალხს ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი…
-რა თქმა უნდა, გვახსოვს. და ის, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა, პირადად მეც მაწუხებს, მაგრამ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა. თავად საქართველოსაც არაფერი ესაქმებოდა იქ. ეს იყო დასავლეთისა და სააკაშვილის კრიმინალური, ანტიქართული პოლიტიკის ქმედებები და შედეგი.
იმედია გესმით, რომ საქართველოს ყველა უბედურება მოხდა და ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთმა, ედუარდისა და მიშიკოს პროტეჟეებმა, უბრალოდ, გამოიყენეს საქართველო. დაუპირისპირდნენ რუსეთის ინტერესებს და მიატოვეს ურთულეს მომენტში, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს, ისევ და ისევ საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. მაგრამ შემდეგ, საქართველომ, რომელსაც სააკაშვილის დანაშაულებები აწუხებდა, დაამხო მისი ხელისუფლება, რითაც დასავლეთს სიცხემ მისცა, გოდება დაეწყო.
დღეს აშშ-მ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების ტანჯვა დაიწყო. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მათ მოკლე ,,ლაგამზე” შენარჩუნებას, მაგრამ, როდესაც მათი მოთხოვნები საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ გადაიზარდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. დიახ, მათი მოთხოვნები სავსე იყო რუსეთთან ღია ომში ჩართვით, რაც საქართველოსა და ხალხისთვის შესაძლო ტრაგიკული კატასტროფით დასრულდებოდა. ქვეყნის ხელისუფლებამ გააცნობიერა არსებული ვითარების საშიშროება და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რადგან ეს საზიანო იყო ჩვენი საქართველოსთვის და მხოლოდ მის ბედსა და მომავალზე ზრუნვა დაიწყო ხელისუფლებამ. სწორედ აქ დაიწყეს ,,იანკებმა” და მათთან შერეულმა არსებებმა საქართველოს მისამართით მუქარა და ყოველმხრივი ზეწოლა.
–მუქარაში რას გულისხმობთ, დააკონკრეტეთ ?
-რას და გააუქმეს ადრე მიღებულ დახმარების პაკეტები, ასევე გამოიყენეს და გამოიყენებენ სანქციებს ხელისფლების ლიდერების მიმართ, რათა შეაჩერონ მათი გადაწყვეტილებები. გაბოროტებულები იმუქრებიან უვიზო რეჟიმის გაუქმებით. დაამცირეს მთელი საქართველო, რომელიც წარმოდგენილია მისი ძალაუფლებით საერთაშორისო დონეზე. ღიად დაემუქრენ ჩვენს ქვეყანას. მიანიშნებენ რომ იმოქმედებენ ძალის გამოყენებითაც კი, თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე.
–ქართველ ხალხში ამ საკითხებზე აზრი ორად არის გაყოფილი. ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებამ, მართლაც შეაშინა საზოგადოების ნაწილი…
-ნუთუ, არ ესმის საქართველოს მოსახლეობას, რომ დასავლეთის ქმედებები მისი არჩეული ხელისუფლების ღია უპატივცემულობაა ? და დამცირება თავად საქართველოსი და არა ქვეყნის რომელიმე კონკრეტული ლიდერის ?
და ბოლოს, ისევ ლავროვის ნათქვამს დავუბრუნდები.მინისტრმა ლავროვმა რუსეთის აზრი გამოთქვა, რომელიც თავად საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებისკენაა მიმართული. იმის წინააღმდეგ, რომ დასავლელმა ძაღლებმა და ფაშისტებმა რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველო მსხვერპლად არ გამოიყენონ.
ვიმეორებ, რუსეთი ყოველთვის მომხრე იყო, რომ საქართველოსგან გამოყოფილ ტერიტორიებთან დაკავშირებით დიალოგი დაწყებულიყო. რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არ გამორიცხავს, გაიგეთ ხალხო ეს. ცხადია ყველა მხარესთან შეთანხმებით, თავად რუსეთისგან გარანტიებით.
დარწმუნებული ვარ, რუსეთის ინტერესებში დამოუკიდებელი და მასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში მყოფი საქართველო შედის. და დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებშიცაა !
ქეთი ხომერიკი





