
ვლადიმერ ხომერიკი : ,,პატრიარქი ილია II იყო სიმტკიცის სიმბოლო და იმედის შთაგონება თითოეული ქართველისთვის, უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული” !
წინამდებარე სამძიმრის წერილი ეკუთვნის გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პატრიოტს, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს.
ბატონი ვლადიმერი ცნობილია თავისი მრავალწლიანი, თავდაუზოგავი მოღვაწეობით ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისა და კულტურული დიალოგის აღდგენის საქმეში.
როგორც „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო ორდენის კავალერი, იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და ერის სულიერი ფასეულობებისადმი ღრმა პატივისცემით. მისი ეს სიტყვები არ არის მხოლოდ ოფიციალური სამძიმარი – ეს არის ადამიანის გულწრფელი ტკივილი და მადლიერება, რომლის ცხოვრებისეული კრედო ყოველთვის იყო მშვიდობა, სულიერება და სამშობლოს სიყვარული. პროფესორ ხომერიკის ხედვაში პატრიარქი ილია II წარმოდგენილია არა მხოლოდ, როგორც რელიგიური ლიდერი, არამედ როგორც ერის გადარჩენის მთავარი გარანტი და სულიერი ორიენტირი.
სამძიმრის ტექსტი
2026 წლის 17 მარტს, 94 წლის ასაკში, მარადიულობას მიებარა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – ჩვენი ერის საყვარელი მამამთავარი და სულიერი წინამძღოლი.
მისი უწმინდესობა ილია II იყო განგების მიერ მოვლენილი მესაჭე საქართველოს გადასარჩენად და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უმტკიცესი ბურჯი. მან მთელი თავისი ცხოვრება უფლის სამსახურსა და მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას მიუძღვნა, რასთან ერთად, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რელიგიათაშორისი ჰარმონიისა და მსოფლიო მშვიდობის დამკვიდრებაში.
პატრიარქი ილია II იყო სიმტკიცის სიმბოლო და იმედის შთაგონება თითოეული ქართველისთვის. სწორედ მისი სულიერი ძალისხმევით გადაურჩა საქართველო იმ უფსკრულს, რომლის პირასაც ქვეყანა არაერთხელ აღმოჩნდა გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯებისა თუ შიდა დაპირისპირებათა გამო.
მადლობას გწირავთ თქვენ, ჩვენო სულიერო მამავ, ჩვენი სულების გადარჩენისთვის, თქვენი თავგანწირული მსახურებისთვის ღვთის, სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე !
მწამს, რომ მისი ნათელი სული უფლის საყდრის წინაშე დაიმკვიდრებს ადგილს და კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის მფარველი ზეციურ საქართველოში.
დაე, საუკუნო იყოს მისი ხსენება, ხოლო მისი სახელი – უკვდავი საქართველოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული !
ვევედრები უფალს, რომ ჩვენს ქვეყანას მოუვლინოს ისეთივე ღირსეული მემკვიდრე, როგორიც მისი უწმინდესობა ილია II იყო.
უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს სრულიად საქართველო !
პროფესორი ვ.კ. ხომერიკი
,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის” ფონდის პრეზიდენტი,
საქართველოს საპატიო ორდენის კავალერი
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”
17-марта 2026г. на 94-ом году жизни, ушёл от нас на небеса,всеми любимый
Святейший и Блаженнейший Патриарх – Католикос Всея Грузии Илья II.
Патриарх-Каталикос Всея Грузии Илья II был ниспосланный Богом как Мессия для спасения нашей Грузии и являлся одним из столпом всего Православного Мира!!! Он всю свою жизнь служил Господу Богу, укреплял православную веру и содействовал межконфессиональному согласию в религиозном мире!
Илья lI был опорой и вселял надежду у всех народов Грузии. Держал и оберегал Грузию от падения в пропасть, на краю которого она стояла, из-за ошибок, некоторых нерадивых, и правителей Грузии.
Спасибо нашему духовному Лидеру за спасение наших душ, за верное и бескорыстное служение Богу, Грузии и всему её народу!!!
Уверен что находясь в Небесном Раю, его душа будет в близком окружении Господа Бога!
Земля ему пухом и вечная память народов Грузии и всего религиозного Мира,
Нашему Святейшему и Блаженнейшему Патриарх-Католикосу Илье ll.
Скорбим и искренне соболезнуем его родным и близким.
Нателши амкопос Упалма!
Сниспошли Господи для нашей Грузии, такого же Патриарх-Каталикоса как был наш Святейший и Блаженнейший Илья lI.
Спаси и сохрани Господи нашу Грузию !!!
Президент Фонда Единения Русского и Грузинского народа,
Кавалер Ордена Чести Грузии,
Профессор В.К. Хомерики
,,GEO NEWS”





