• September

    24

    2024
  • 119
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი : რუსეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში – დავიცადოთ, ჯერ ბოდიში არავის მოუხდია…

ვლადიმერ ხომერიკი : რუსეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში – დავიცადოთ, ჯერ ბოდიში არავის მოუხდია…

,,საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გაიაზრა. მათ დასავლეთის პოლიტიკა დაინახეს. ისინი დარწმუნდნენ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას აშშ-მ ბოლო წლების განმავლობაში და მიხვდნენ, რომ ქვეყნის განვითარება რუსეთთან მეგობრობასა და პარტნიორობაზე გადის. დღეს რეალური ნაბიჯები გადადგმულია, ბევრი რამ გაცხადებული და ნათქვამია, მაგრამ რაც ნათქვამია, ის უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძეს”-თან.

,,ძალიან გამიხარდა ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი მთავრობის განცხადება, რომ ეს არჩევნები  ,,ნაცმოძრაობის” სასამართლო იქნება და არჩევნების შემდეგ საქართველოს გამყიდველებს ბოლოს მოუღებენ. საერთოდ კოჰაბიტაციის პროცესები იყო ის, რამაც საქართველო დღევანდელ სიტუაციამდე მიიყვანა. სააკაშვილისა და ,,ნაცების” კადრებია ყველგან, რომლებიც მთავრობას ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაში ხელს უშლიან. ეს არის უბედურება საქართველოსი. და მე იმედი მაქვს, რომ ეს მთავრობა შეასრულებს იმას, რასაც ამბობს, რადგან ეს არის საქართველოს განვითარების, გაძლიერებისა და მშვიდობის გარანტი. და ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს არჩეული გზიდან და მე მგონი, რუსეთი გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებსსაქართველოს ყველა პროცესში გვერდით ამოუდგება“,- განაცხადა ხომერიკმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ გვსურს, მაშინ ცხინვალთან სამშვიდობო პოლიტიკა უნდა გავატაროთ, ოსებს ბოდიში მოვუხადოთ. ამას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა, მაგრამ რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთისგან შემხვედრი ნაბიჯები გაკეთდეს, ხომერიკმა განაცხადა, დავიცადოთ, ჯერ ბოდიში არავის მოუხდია.

,,იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ. რა თქმა უნდა, მზადყოფნა კარგია. რუსეთში, ოსეთში და აფხაზეთში ესეც დააფასეს. მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მზად არის ამ საკითხზე საუბარი დაიწყოს, მეტიც დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. მაგრამ საქართველომ უნდა დაიწყოს საუბარი, და მე მგონი, რუსეთის მეშვეობით, იმიტომ რომ აფხაზეთშიც არის ბევრი ექსტრემისტი მეომარი, რომელიც აფხაზებს არ აძლევს უფლებას ( არც უნდა ) , რომ ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა ან საუბარი დაიწყოს. თუმცა პირდაპირ გეუბნებით, დღეს რუსეთი მზად არის ამისთვის, მაგრამ შეხვედრაა საჭირო. ვომეორებ, საჭირო პიროვნებების ან პირველი პირების შეხვედრა უნდა შედგეს, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს“,-განაცხადა ხომერიკმა.

მისივე თქმით, რუსეთს აფხაზეთისა და ოსეთის შეერთება, რომ სდომოდა აქამდე მოახერხებდა.

,,რუსეთმა ეს არ გააკეთა. მეტიც რუსეთი დღეს ოსეთს, არც ინვესტიციებს აძლევს და არც არაფერს აკეთებს. მოსკოვი ელოდება როდის დაიწყებს საქართველო ამ ქვეყნებთან დიალოგს და მზად არის დაეხმაროს ამ პროცესში. როგორც ვიცი, რუსეთს რეალურად გამთლიანებული და მეგობრულად განწყობილი საქართველო აინტერესებს, რომელიც მისთვის სტრატეგიული პარტნიორი იქნება. მე მგონი, ეს რუსეთ-საქართველოსთვის ყველაზე კარგი გამოსავალია. ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა და რომლებიც გადაიდგმება სწორი და აუცილებელია. თუ ჩვენ არ დავიწყებთ დიალოგს აფხაზეთთან და ოსეთთან არაფერი გამოვა. სხვათა შორის, მე უკვე მოვიხადე ბოდიში“,-განაცხადა ხომერიკმა.

მოამზადა ქეთი ხომერიკმა

 

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor