
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, სიახლეები
ვლადიმერ ხომერიკი : რუსეთმა დააფასა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, სახელმწიფო ,,გადატრიალებას” არ დაუშვებს
,,გამიხარდა, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა აშშ-ს ზეწოლა საქართველოს მიმართ დაინახა. საზოგადოებამ გადასარევად დაინახა, რომ აშშ-გან დამოუკიდებლად საკუთარი ქვეყნის მართვა არ შეუძლია. აშშ მათ ამაში ყველანაირად ხელს უშლის. ისინი ამზადებენ და აფინანსებენ გამყიდველ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობას საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში ხელს უშლიან. აშშ-ს არ აინტერესებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედი, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. კერძოდ, გამოიყენონ საქართველო, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ. მათ დიდი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ საქართველო ჩაითრიონ ომში. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, თქვენ, ყველას გესმით ამის შედეგი რა იქნებოდა. საქართველომ გონიერება გამოიჩინა. მთავრობამ ქართული პოლიტიკა გაატარა – მათ მოთხოვნას, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებდა ჩვენს ქვეყანას, არ აჰყვა. რა თქმა უნდა, პატარა საქართველოს სანქციები რუსეთს დიდად ხელს ვერ შეუშლიდა, თუმცა რუსეთმა დააფასა, რომ საქართველო დღეს სწორ გზაზე დგას და თავის ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს ატარებს”,- განაცხადა ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძეს”-თან.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შესძლებს პატარა საქართველო და ხელისუფლება, რომელიც მარტო არის დარჩენილი აშშ-ს დიდ იმპერიასთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს ამის აღკვეთას, ხომერიკი პასუხობს, საქართველოს დღეს, სამწუხაროდ, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს რუსეთთან და არც სთხოვს დახმარებას თუ დასჭირდა.
,, თუმცა რუსეთი მზად არის საქართველოს დაეხმაროს. რუსეთს მიაჩნია, რომ ის კურსი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს სახელმწიფოს ინტერესებისა და დამოუკიდებლობის კურსია, ამიტომ რუსეთი მზად არის დაეხმაროს პატარა საქართველოს, რომელსაც უზარმაზარი ძალის მქონე სახელმწიფო ეწინააღმდეგება. აშშ-ს აქ უამრავი აგენტი ჰყავს და დიდი ფულია ჩადებული არეულობის მოსაწყობად. ამიტომ საქართველომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როდის და რა დასჭირდება.
ვიმეორებ, როგორც ვიცი, რუსეთი მზად არის დემოკრატიულ საქართველოს დაეხმაროს. და დღეს საქართველო და ქართული საზოგადოება მზად არის ამ ბრძოლისთვის.
მათ ფინანსური დახმარებები შეაჩერეს, ახლა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით აშინებენ ხალხს. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეს აღიზიანებს, მაგრამ მე მგონი, ქართველი ხალხი მთავრობის გარშემო გაერთიანდება, რადგან მათ ესმით, რომ ვიზა ერთია, ხოლო საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მომავალი გაერთიანება, სულ სხვაა. ამას დიდი ფასი აქვს. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს მთავრობის გარშემო და უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ არ დაუშვას ამ ,,მაიმუნების” მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც დაგეგმილი და დაფინანსებულია. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ, რომ მიეღოთ გამჭირვალობის კანონი. ეს კანონი აწუხებდა აშშ-ს, ევროპას და იმ პირებს, რომლებიც მათგან ამ ფულს იღებდნენ და ღალატობდნენ საქართველოს. ეს არის ნამდვილად დიდი ღალატი ჩვენი სახელმწიფოსი“,- განაცხადა ხომერიკმა.
მოამზადა ქეთი ხომერიკმა





