• December

    13

    2024
  • 238
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და აფრთხილებს თავი შეიკავოს საქართველოს მტრობისაგან და დროულად წავიდეს საფრანგეთში

ვლადიმერ ხომერიკი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და აფრთხილებს თავი შეიკავოს საქართველოს მტრობისაგან და დროულად წავიდეს საფრანგეთში

საქართველოს მძიმე რეალობის ფონზე, როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია  მოწადინებულია საქართველოში ხელისუფლება დაამხოს და ქვეყანა ქაოსში ჩაძიროს, პროფესორი, ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი ოპოზიციონერების ლიდერს, პრეზიდენტწოდებულ სალომე ზურაბიშვილს  ექსკლუზიურად ,,GEO NEWS”-ის პლატფორმიდან ღია წერილით მიმართავს, რომელშიც სპექტრალურ ანალიზს აკეთებს, როგორც საქართველოს, ისე რეგიონალური პოლიტიკის ჭრილში და ფარდას ხდის ,,მადამ” პრეზიდენტის იმ ბოროტ საქმეებს, სამშობლოს ღალატის ფაქტებს და მოსალოდნელი საფრთხეებისაგან საქართველოს გადაზღვევას ახდენს, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი, ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ღირსეული ქართველი, რომლის კომპეტენტური და გულწრფელი აზრი ჩვენი მკითხველისთვის მიმზიდველი და საინტერესო გახლავთ.

საქართველოს პრეზიდენტს
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!

ქალბატონო პრეზიდენტო,

მოგმართავთ, როგორც რუსეთში მცხოვრები ნახევარმილიონიანი ქართული დიასპორის წარმომადგენელი, როგორც საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს პატრიოტი.

შეშფოთებულნი ვართ საქართველოში მიმდინარე პროცესებითა და მოვლენებით, რომლებიც მსგავსია გადატრიალების მცდელობის, ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ძალით დამხობის სურვილითაა განპირობებული. ჩვენი ბუნებრივი საზრუნავი ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მომავლის მიმართ განპირობებულია იმ მოვლენებით, რომლებიც ბოლო თვენახევრის განმავლობაში 26.10.2024 წლის შემდეგ განვითარდა. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სადაც საყოველთაო საარჩევნო უფლების და ქართველი ხალხის ნების პირდაპირი გამოხატვის შედეგად, საქართველოს პარლამენტში ხუთი ( 5 ) პოლიტიკური პარტია შევიდა, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. დიდი გამარჯვება ამომრჩეველთა ხმათა 54%-მა გაამყარა. ეს ის პარტიაა, რომელმაც 2018 წელს თქვენ ნდობა გამოგიცხადათ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად და მხოლოდ ამ პარტიის ხელმძღვანელობისა და მხარდამჭერების მთელი ძალისხმევის წყალობით, თქვენ, რომელსაც გაქვთ უკიდურესად დაბალი პოლიტიკური რეიტინგი საქართველოს მოსახლეობაში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხებულო, საქართველომ, მინიმალური სხვაობით, მეორე ტურში გამარჯვება გაზეიმათ.

ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ წარმოუდგენელი მოწადინება გამოავლინა, რომ თქვენ საპრეზიდენტო პოსტზე მოხვედრილიყავით და ქართველმა ხალხმა ეს გააკეთა – არა თქვენი მხარდაჭერის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ შეზარა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საშინელმა რეალობამ, რაც თქვენს ოპონენტ გრიგოლ ვაშაძეში იყო განსხეულებული.

შეგახსენებთ, რა ქარიშხალი, მიტინგები და ბრალდებები იყო არჩევნების გაყალბებასა და თქვენი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობის არქონაზე , რასაც გამოხატავდა მაშინ ქუჩაში იგივე დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც თქვენს წინააღმდეგ იყო და რომელსაც ახლა დაუფიქრებლად გვერდში უდგახართ და არღვევთ ყველაფერს, რაც ქართველისათვის ძვირფასია.

იმ დროს, როდესაც ყველა ოფიციალურად რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა, მათ შორის ევროპულმა, როგორც არჩევნების დროს, ისე მისი დასრულებისას, აღიარა საქართველოს პარლამენტის არჩევნები ობიექტურად, სამართლიანად და ღიად, ოპოზიციამ გააცნობიერა, რომ დაკარგა შანსები თქვენი ახალი საპრეზიდენტო ვადით არჩევისა, რის მერეც უკვე თქვენ არჩევნები გაყალბებულად და არალეგიტიმურად გამოაცხადეთ. ამასთან, მათ, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და არც ქვეყნის გენერალურ პროკურატურას წარუდგინეს რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან მტკიცებულება არჩევნებზე რაიმე დარღვევის შესახებ.

თქვენ, საქართველოს პრეზიდენტი, შეურაცხყოფთ თქვენი ქვეყნის პროკურატურას და უარი თქვით ამ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე და მათთვის ოფიციალური საჩივრების წარდგენაზე საარჩევნო კამპანიის დარღვევის შესახებ.

თქვენ, საქართველოს პრეზიდენტო, უხეშად არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, ხელმძღვანელობთ ოპოზიციურ პარტიებს და მოუწოდებთ ხალხს, წავიდნენ ბარიკადებისკენ, გამოიყენონ ძალა, არ დაემორჩილონ და დაამხონ იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის პრეზიდენტიც ხარ. იმ ხელისუფლებას, რომელმაც წარგადგინა და დაგაყენა ამ ქვეყნის პრეზიდენტად.

სწორედ თქვენ ხართ, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დამრღვევი. იმის ნაცვლად, რომ დადგეთ პარტიებზე მაღლა და მოუწოდოთ ხალხს თანხმობისკენ, თქვენ თვითონ, უხეშად არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ხელმძღვანელობთ უსაფუძვლო საპროტესტო მოძრაობებს და უბიძგებთ ქართველ ხალხს დაპირისპირებისაკენ, ძალადობრივი ქმედებებისა და სამოქალაქო ომისაკენ.

საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა კანონის დარღვევით, თქვენ ეძახით სკოლის მოსწავლეებს და არასრულწლოვნებს ქუჩაში, სადაც თქვენი მხარდამჭერების მიერ ხდება დარბევები და ცეცხლის წაკიდება. სწორედ თქვენ აყენებთ ბავშვებს მომაკვდინებელ საფრთხეს და სისხლისღვრის, ესკალაციისა და დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე.
სწორედ თქვენ მოუწოდებთ უშიშროების ძალებს, წავიდნენ ფიცის წინააღმდეგ, არ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას და ხალხს, დაამხონ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება.
თქვენ ღიად პროვოცირებთ უშიშროების ძალებს, რომლებიც იცავენ წესრიგს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, ნერგავთ აგრესიას და წინააღმდეგობას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლებისადმი.
თქვენ შეურაცხყოფთ პოლიციას და სპეცრაზმს თქვენი მოწოდებებით და პროვოკაციული კითხვებით: „ვის ემსახურებით” ? რუსეთი თუ საქართველო ? იცით, თუ არა თქვენი ხალხის და წინაპრების ისტორია ?

დროა დაგისვათ ეს კითხვები, ქალბატონო პრეზიდენტო:

ვის ემსახურებით საქართველოს თუ საფრანგეთს ? აშშ-ს თუ ევროკავშირს ?

იცით თუ არა, ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ისტორია, მისი მამაცი და ბრძენი ხალხი, რომელთა გადაქცევა გსურთ თქვენი ევროპელი და საზღვარგარეთული ბატონების მარიონეტად და მონებად ?

თქვენი ოჯახი საქართველოდან გაიქცა, მიატოვა ქვეყანა და ხალხი, სულ სხვა ტრადიციებითა და სულიერებით აღიზარდა, თქვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურებით და არა საქართველოს და მის ხალხს.

შეგიძლიათ როგორმე ამიხსნათ, რატომ არ მოგწონთ რუსეთი ? მაგრამ, გვინდა გკითხოთ, რატომ გძულთ ასე სასტიკად საქართველო და ქართველი ხალხი ? 
რატომ გინდათ ასე ძალიან საქართველოს დანგრევა ? რატომ აკეთებთ ამას ?

თქვენ, ქართული გვარის მქონე ადამიანო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ დაბადებულხართ და არ გიცხოვრიათ, არ იცით ქართული მენტალიტეტი, ტრადიციები და რწმენა, მაგრამ მაინც უნდა გქონდეთ ერთი წვეთი ქართული სისხლი და შორეული წინაპრების სისხლის ძახილი და არა თქვენი ბიძებისა და მამების, რომლებიც ემსახურებოდნენ გერმანელ ფაშისტებს და მათ იდეალებს, რის დემონსტრირებასაც თქვენ თვითონ ახდენთ საქართველოში…..

რატომ ცდილობთ საქართველოს ჩათრევას უკრაინის მომაკვდინებელ ომში ?
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, რატომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა და წახვედით უცხოურ ვოიაჟებზე, ლანძღეთ იქ საქართველოს ხელისუფლება და მოუწოდებდით ევროპელ და ამერიკელ ჩინოვნიკებს, ემოქმედათ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ? 

რატომ ამზადებთ ახლა, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი კანონიერი არჩევნების წინ, ახალ პროვოკაციებს, ხალხს ბარიკადებისკენ მოუწოდებთ, ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდებით გადატრიალებას უმზადებთ და ძალაუფლების ხელში ჩაგდება გსურთ, რატომ ? 

თქვენ გესმით, რომ არ გაქვთ არანაირი შანსი, იურიდიული თუ მორალური უფლება, მოითხოვოთ საქართველოში ყველაფერი, გარდა ციხისა, ან თქვენი კოლეგის სააკაშვილის გვერდით მდებარე საკნისა ?

ქალბატონო სალომე, თქვენი საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოიწურა და აზრი არ აქვს, რომ განაგრძოთ საქართველოს შეწუხება.თავი დაანებეთ საქართველოს და თავად ხალხი ხელისუფლებასთან ერთად გაარკვევს მათ პრობლემებსა და შეცდომებს. არც ერთი თქვენი მოწოდება ოპოზიციისადმი, რომელიც უკვე გამოიყენეთ, არც უშიშროების ძალების გამოწვევა, არც თქვენი უცხოელი ბატონების თნადგომა, ისევე, როგორც თქვენი პროვოკაციები სააკაშვილის და ზოგიერთის შესაძლო შეწყალების შესახებ, აღარ შეცვლის ქართველი ხალხის ნებას.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მართალია ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე რჩება, სადაც მართალია არავინ ელოდება და არასოდეს მიიღებენ, არ მოგცემთ უფლებას თქვენ და ოპოზიციას გადაკვეთოთ საპარლამენტო არჩევანი და ამით უარყოთ ქართველ ხალხს გამოხატული ნება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულია თავისი ქვეყნის, საქართველოსა და მისი ხალხის ბედით.
მათ სურთ თანაბარი პარტნიორობა და თანამშრომლობა ევროპასა და შეერთებულ შტატებთან, სურთ მშვიდობიანად იცხოვრონ თავიანთ რეგიონში და თავად მოაგვარონ პრობლემები. მათ არ სურთ ვინმეს ეზოში თოჯინები და მსახურები იყვნენ.

საქართველოს ხელისუფლებას დღეს სურს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, მისი ეკონომიკური წინსვლა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამიტომ აირჩია ეს მშვიდობიანი გზა, რომელსაც შეუძლია საქართველოსთვის სასურველი შედეგი, მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს.

გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, არ ჩაერიოთ საქართველოს, მისი ხელისუფლებისა და ხალხის საქმეში, რათა საკუთარი გზით იარონ საქართველოს სასიკეთოდ. გამოიჩინეთ წინდახედულება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ. შეეგუეთ არსებულ პირობებს და ნება მიეცით საქართველომ მშვიდად ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები და საბოლოოდ იპოვოს სიმშვიდე სისტემატური და გრძელვადიანი რყევებისგან.

თქვენი კანონიერი საპრეზიდენტო ვადა იწურება 2024 წლის 16 დეკემბერს და სწორი იქნება, რომ მშვიდობიანად დატოვოთ თქვენი რეზიდენცია საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და გაფრინდეთ პარიზში უამინდობის დადგომამდე.

ვფიქრობთ, სჯობს საქართველოს დააკვირდეთ ეიფელის კოშკის სიმაღლიდან, ვიდრე საქართველოს სხვა ექს-პრეზიდენტის გვერდით მდებარე ფანჯრიდან.

გააკეთე შენი სწორი არჩევანი, ქალბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

ასევე იხ: ორიგინალი

Президенту Грузии
г-же Саломе Зурабишвили

Госпожа Президент
Я, к Вам обращаюсь как представитель полумиллионной грузинской диаспоры проживающей в России, как Кавалер Ордена Чести Грузии, общественный деятель и патриот Грузии!
Мы обеспокоены происходящими в Грузии процессами и событиями, похожими на попытку государственного переворота, стремление силового свержения легитимной Власти и Парламента страны.
Нашу естественную озабоченность за будущее нашей Родины Грузии, вызывают события происходящие, последние полтора месяца, после прошедших 26.10.2024г. Парламентских выборов в стране, где в результате всеобщего голосования и прямого волеизлияния грузинского народа, в Парламент Грузии прошло пять (5) политически партий, где убедительную победу с результатом 54% проголосовавших избирателей одержала правящая партия «Грузинская мечта – демократический выбор».
Это та партия, которая в 2018 г. оказала Вам доверие видвинув кандидатом в Президенты Грузии и только благодаря тотальным усилиям руководства и сторонников этой партии, Вы, имея крайне низкий политический рейтинг населения Грузии, проиграв первый тур президентских выборов, с минимальным перевесом, во втором туре, выиграли эти выборы.
Это случилось только потому, что партия «Грузинская мечта», тогда приложила неимоверные усилия, чтобы провести вас в Президенты и Грузинский народ это сделал не из-за поддержки Вас, а только потому, что они оказались перед страшной реальностью возвращения Михаила Саакашвили, которого ваш оппонент Григол Вашадзе, опрометчиво пообещал выпустить из тюрьмы, как только станет президентом.
Можем Вам напомнить, какую бурю протестов, митингов и обвинений в фальсификации выборов и не лигетимности вашего президентсва, высказала тогда на улицах, как раз та самая деструктивная оппозиция Грузии, которая была против вас и которую вы сейчас отпрометчиво и в нарушение Конституции и всех законов Грузии поддерживаете.
Это вы, в то время, когда все официально зарегистрированные наблюдатели, в том числе и Европейские, и по ходу выборов и по их завершению, признали выборы в Парламент Грузии объективными, честными и открытыми, осознав проигрыш и свою безисходность шансов на новый президентский срок, признали выборы фальсифицированными и нелегитимными.
При этом не представили ни в ЦИК, ни в прокуратуру страны никаких конкретных фактов и доказательств о нарушениях проведённых выборов.
Вы, Президент Грузии оскорбили Прокуратуру своей страны и отказались от встречи с ними и предоставления ей официальных жалоб на нарушения выборной компании.
Это Вы, Президент Грузии, грубо нарушая Конституцию страны, возглавляете оппозиционные партии и призываете народ к выходу на баррикады, силовым действиям, неповиновению и свержению властей страны Президентом которой являетесь и тех Властей, которые выдвинули и сделали Вас Президентом этой страны.
Это Вы в нарушение Конституции и Законов Грузии, вместо того, чтобы стоять над партиями и призывать народ к согласию, сами грубо нарушая конституцию Грузии, возглавили необоснованные протестные движения и сталкиваете народ Грузии к противостоянию, силовым действиям и Гражданской войне.
Вы в нарушение Конституции и всех законов Грузии, призываете школьников и несовершеннолетних детей на улицы, где идут погромы и поджоги со стороны ваших сторонников.
Это вы подставляете детей под смертельную опасность и возможные дальнейшие провокации на кровопролитие, экскалацию и дестабилизацию.
Это Вы, призываете силовые структуры пойти против данной ими клятвы, служения своей стране и народу, к свержению легитимной Власти страны.
Вы открыто провоцируете силовые структуры стоящие на страже порядка, соблюдения Конституции и Законов Грузии, к агрессии и противодействия подавляющего большинства грузинского народа, сделавшего свой выбор.
Вы оскорбляете полицию и спецназ, своими призывами к измене и провокационными вопросами: … «кому вы служате? России или Грузии? Знают ли вы историю своего народа и предков?»…
Эти вопросы давно пора было задать и Вам Госпожа Президент:
Вы кому служите Грузии или Франции?
США или Евросоюзу?
Знаете ли Вы госпожа Президент историю Грузии, её мужественный и мудрый народ, который вы хотите превратить в марионетку и рабов Ваших европейских и заокеанских хозяев.
Ваша семья бежала из Грузии бросив свою страну и народ, вы воспитанны совсем на других традициях и духовности, вы служите спецслужбам своей страны , а не Грузии и её народу. Вам можно ещё как то объяснить почему вы не любите Россию?
Но, мы хотим спросить Вас, почему Вы так не люто ненавидите Грузию и грузинский народ???
Почему вы так хотите уничтожить Грузию? Почему это делаете
Вы, человек с грузинской фамилией, даже несмотря на то, вы не родились и не жили в Грузии, не знаете грузинского менталитета, традиций и веры.
Но, в Вас всё же должна остаться хоть капля грузинской кровь и зова далёких предков, а не тех своих дядюшек и отца которые служили немецким фашистам и их идеалам, которые вы сами, сейчас и демонстрируете в Грузии?
Почему вы, пытаетесь втянуть Грузию в убийственную для неё войну на Украине?
Почему Вы нарушая Конституцию Грузии, покидали свою страну и ездили в зарубежные вояжи, ругая там грузинские власти и призывая Европейских и Американских чиновников действовать против грузинских легитимных властей, интересов Грузии и грузинского народа.
Почему Вы и сейчас, на кануне очередных законных выборов Президента Грузии, готовите новые провокации, призываете народ на баррикады, силовому противостоянию властям, перевороту и захвату власти.
Вы понимаете, что у Вас нет никаких шансов, юридических и моральных прав, претендовать на
что-либо в Грузии, кроме тюремной камеры или палаты рядом с коллегой коллегой
М. Саакашвили?
Госпожа Саломе, Ваш срок президентства уже истёк и Вам уже нет ни какого смысла, дальше будоражить Грузию.
Оставьте Грузию в покое и народ сам, вместе с Властью, разберётся в своих проблемах и ошибках.
Никакие Ваши призывы к оппозиции, которая уже вас использовала, ни к силовикам, ни вашим зарубежным хозяевам, так же, как и Ваши провокации с возможным помилованием Саакашвили и некоторых других,
уже не изменят волю грузинского народа. Грузинские Власти, которые хоть и остаются на дороге по пути в Евросоюз и НАТО, где правда их никто не ждёт и никогда не примет, тоже не позволят Вам и оппозиции, перечеркнуть Парламентский выбор грузинского народа!
Нынешние Власти Грузии Власти озаботились судьбой своей страны Грузии и её народа!
Они хотят равноправного партнёрства и сотрудничества с Европой и США, они хотят мирно жить в своем регионе и сами решать свои проблемы.
Они не хотят быть марионетками и прислугой на чьём то заднем дворе.
Власти Грузии сегодня хотят независимости и безопасности своей страны, её экономического прогресса и укрепления пошатнувшейся духовности.
Конечно они хотят восстановления территориальной целостности Грузии и потому они выбрали этот мирный путь, который может привести желаемому результату, миру и процветанию Грузии.
Просим Вас Госпожа Президент не мешать Грузии, её Властям и народу идти своей дорогой во благо Грузии.
Проявите благоразумие по отношению Грузии и её народу.
Смиритесь со сложившимися условиями и дайте Грузии спокойно провести Президентские выборы и обрести наконец покой от систематических и многолетних потрясений.
Ваш Законный срок президентства истекает 16 декабря 2024года и было бы правильно Вам до иннагурации нового Президента Грузии мирно покинуть резиденцию и вылететь в Париж, пока не наступила нелётная погода.
Думаем, что за Грузией Вам лучше будет наблюдать с высоты Эффелевой башни, чем, из окошечка, по соседству с другим экс-президентом Грузии.
Сделайте свой правильный выбор
Госпожа Президент.

Кавалер Ордена Чести Грузии, д.э.н.,
профессор
Владимир Хомерики

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor