• December

    8

    2024
  • 162
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი : ,,საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მდგომარეობა დასტაბილურდება, 14 დეკემბრისთვის საქართველოში სიმშვიდე იქნება”

ვლადიმერ ხომერიკი : ,,საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მდგომარეობა დასტაბილურდება, 14 დეკემბრისთვის საქართველოში სიმშვიდე იქნება”

ჩვენი რესპონდენტი, ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი, პროფესორი, ბატონი ვლადიმერ ხომერიკი, ,,GEO NEWS”-ის ხშირი სტუმარია და მკითხველისთვის ცნობილია თუ რამდენად სიღრმისეულად და საინტერესოდ აანალიზებს მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს.

ამ ინტერვიუში ბატონი ვლადიმერი ჩვეული სიღრმითა და საკითხის კარგად ფლობით საქართველოში მიმდინარე მოვლენების ძირითად არსს, ქვეყნის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების ფონზე აანალიზებს, რაც დარწმუნებული ვართ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი ერუდირებული და პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველისთვის.

-ბატონო ვლადიმერ, ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი საპროტესტო პოტენციალი საქართველოში არ არის, თუმცა გთხოვთ, გარკვეულწილად შეგვიფასოთ დღევანდელი მდგომარეობა ?

დემონსტრანტები აგრესიულები არიან, თუმცა ვფიქრობ, გარკვეული კონტრზომების მიღების შემდეგ – საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველაფერი დასტაბილურდება. 14 დეკემბრისათვის სიმშვიდე იქნება. ამავდროულად, დასავლეთიც შედარებით თავშეკავებულად იქცევა. ხვდებიან რა, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მყარად დგას ,,ქართული ოცნების” გვერდით, რომელიც მათ ხელისუფლებაში აირჩიეს და დასავლეთს, იმ გადატრიალების გეგმის განხორციელება, რასაც აქამდე გეგმავდა არ გამოუვა. სხვათა შორის, თავად რუსეთიც არ მისცემს  დასავლეთს იმის საშუალებას, რომ საქართველოში უკრაინული მაიდანის სცენარით იმოქმედოს.

გასაკვირია, თითქოსდა, დღეს მომქმედი პრეზიდენტი, რომელსაც სადღაც ორ კვირამდე აქვს საპრეზიდენტო ვადა დარჩენილი, წასვლაზე ფიქრის მაგივრად, ამბობს, რომ პოსტს არ დათმობს და ფაქტობრივად, დემონსტრანტებს სამოქალაქო ომისკენ მოუწოდებს, ამას როგორ შეაფასებდით ?

-თქვენ მართალი ხართ, თუმცა ასეთი ქცევა არა მარტო გასაკვირია, არამედ დანაშაულებრივია. თუმცა,ზურაბიშვილს მსგავსი რამ ადრეც უკეთებია, კონსტიტუციის დარღვევით დაწყებული…ა.შ. და ზურაბიშვილით მშვენივრად ისარგებლეს ოპოზიციონერებმა, რადგან მას ფორმალურად მაინც პრეზიდენტის პოსტი უკავია და სიმართლეს თუ ვიტყვით, ის ფაქტობრივად, აგენტია საქართველოში ჩანერგილი. ის თავის დროზე საქართველოში სააკაშვილმა ჩამოიყვანა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მისცა. ახლა კი ვფიქრობ, რომ მალე ის ისევ სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდება, ოღონდ ამჯერად ციხის საკანში. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფრონტაციაზე არ მიდის და მასები ქუჩაში არ გამოჰყავს. ხალხის ის უზარმაზარი რაოდენობა, რომელმაც ,,ქართულ ოცნებას” მისცა ხმა. საქართველოს ხელისუფლება მყარია. სახელმწიფოს და ხელისუფლების ერთგულია, როგორც პოლიცია, ისე ჯარი. ისინი ძალიან ლოიალურებია არიან, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ოპოზიციას უფრო მკვეთრი ზომებით მიხედონ, რომ საქართველოში ის არ განმეორდეს, რაც ვარდების რევოლუციისას მოხდა და ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში.

მიხარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ რაც უფრო მეტად ითვალისწინებს დასავლეთის ინტერესებს, მით უფრო ნაკლებად ითვალისწინებს თავად დასავლეთი ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს და შედეგად, სულ უფრო თავგასულად იქცევა. ეს გამოდგა საქართველოსათვის გამოღვიძების საშუალებად დასავლეთის მიმართ. თავად დასავლეთის მხრიდან დიდი მოწადინება იყო, რომ  საქართველო ჩაერთო სამხედრო მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ, რაც არ გამოუვდათ. ამ ფაქტმა საქართველოს ხელისუფლებას თვალები აუხილა დასავლეთთან მიმართებაში.

,,ქართული ოცნება” თანაბრად დაშორებულია, როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის ინტერესებს და ის პროქართულ პოლიტიკას ატარებს, რაც კობახიძის იმ განცხადებითაც დასტურდება, რომ აჩერებენ ევროკავშირში წევრობაზე 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით ?

მართალი ბრძანდებით, საქართველო დღეს საკუთარი გზით მიდის, რაც ასე არ იყო ადრე, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნდა, რომ მკვეთრად დასავლური პოლიტიკის გატარებით, ის ქვეყანას სერიოზულად დააზიანებდა. საქართველო ხედავს, რომ რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი ინტერაქცია აკავშირებს და რუსეთი გასაჭირში არაერთხელ დახმარებია. საქართველო გაცხადებულ ევროპულ კურსს არ ცვლის, თუმცა ეს უნდა მოხდეს საქართველოს მრავალვექტორალური პოლიტიკის ჭრილში და საქართველო აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს რუსეთთან, ამიტომ იმის თქმა, რომ საქართველო ბევრად სწორ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან მიმართებაში სწორია.

თქვენი აზრით, რა მოლოდინები არსებობს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ?

-არავითარი განსაკუთრებული მოლოდინები არ არსებობს ამ კუთხით. საქართველოში არ არსებობს არავითარი ორი ელიტური კლასი, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის იყოფა. დასავლური ოპოზიცია არის, ფაქტობრივად, დამნაშავეთა კრებული, რომელიც ერთმანეთთან ფინანსური და სხვა სახის ინტერესებითაა გადაჯაჭვული, რაც როგორც მათ ლიდერ სააკაშვილს, ისე მათაც დასავლეთის სხვადასხვა სპეცსამსახურებზე დამოკიდებულს ხდის, ეს კი მათი, როგორც პოლიტიკოსების, სრულ დისკრედიტაციას ახდენს. საქართველოს ძალიან კონკრეტული მაგალითი აქვს უკრაინის სახით, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, თუ მას უგუნური ხალისუფალი ჰყავს და ეროვნულ ინტერესებს პრიორიტეტად არ განიხილავს.

დასავლეთისგან მოლოდინების ქონა სრული აბსურდია, რამეთუ, თვით ევროპაც კი თავის თავს არ ეკუთვნის, რადგან უკვე დიდი ხანია სრულად შეერთებული შტატების ვასალადაა ქცეული. ასეთივე უპერსპექტივობაა ეკონომიკური კუთხითაც, რადგან იქ იმდენად მკაცრი კვოტირების სისტემებია შექმნილი, რომ პატარა საქართველოსათვის არაფერი ხელსაყრელი არ შეიძლება იყოს.

ბატონო ვლადიმერ, ევროპული და ზოგადად დასავლური დემოკრატიის ხიბლზე რას გვეტყოდით ?

არავითარი დემოკრატია დასავლეთში არ არსებობს. ისინი, ფაქტობრივად, გახრწნის ეტაპზე არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ საქართველოსნაირ ქვეყნებს საკუთარ სურვილებსა და ნებას ახვევენ თავს, თუ ისე აღმოჩნდება, რომ მათ მითითებებს არ ითვალისწინებენ, მაშინ კვლავ ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის გზას მიმართავენ, რომ საკუთარი წადილი აისრულონ, თუნდაც ქვეყნის ჩამოშლის ფასად.

ევროპის მოთხოვნამ ,,ლგბტ” ფასეულობებისათვის კარის ფართოდ გაღების თაობაზე ბევრად ხელი შეუწყო ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას მმართველი გუნდის გარშემო, რამაც ქართული ფასეულობების გაძლიერება და ქართველი ერის უმეტესი ნაწილისთვის ევროპელების განზრახულობის ნამდვილი სახე აჩვენა და ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ ევროპა კი არ მისცემდა საქართველოს რამე ღირებულს, არამედ პირიქით წაართმევდა  ღირსებას.

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor