• November

    6

    2024
  • 85
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ არსებითი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს და დასავლეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს

ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ არსებითი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს და დასავლეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს

ტელეკომპანია ,,სეზონის” ეთერში, გადაცემა ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკმა ვრცლად ისაუბრა რეგიონალური პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების თაობაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოს რუსეთთან სამხედრო კომნფლიქტში ჩათრევისა, ბატონმა ვლადიმერმა უპასუხა :

,,არსებობს დასავლეთის მოწადინება, რომ ეს მოხდეს, თუმცა ქართველი ხალხი ბრძენია და მისი იოლად მოტყუება ( რაც ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს ხერხდებოდა ) შეუძლებელია. ამავდროულად, იმ ქართველებმა, რომლებიც რუსეთში არიან – მთლიანმა დიასპორამ გარკვეულწილად, ლობიზმი უნდა აწარმოოს საქართველოს მხარდასაჭერად,  რუსეთმა კი, საქართველოს მხარდაჭერა უნდა გაუწიოს, რადგან, არც ამერიკას და არც ევროპას არ აინტერესებს საქართველოს ინტერესები, სუვერენიტეტი და ბედი. მათ მხოლოდ საქართველოს დაღუპვა უნდათ, რადგან დასავლეთში არ ესმით ნამდვილი მისწრაფებები, რაც საქართველოს აქვს, რადგან დასავლეთს საქართველოს დაღუპვა უნდა.

თუმცა, ბატონი ივანიშვილი და მისი დიდებული პარტია ,,ქართული ოცნება” სწორად იქცევა და კარგად უწყიან ყველა საფრთხის თაობაზე.

მიუხედავად ამისა, გასაკვირია, რატომ არ ხდება საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან ურთიერთობების დასათბობად, რაც პირველ რიგში, საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია.

სხვათა შორის, ბევრს ჰგონია თითქოს ჩემი მხარდაჭერა ოცნების ხელისუფლების მიმართ განპირობებულია რაიმე პრივილეგიით, არადა, არ იციან, რომ ორჯერ 2016 – 2020 წლებში, სწორედ მე მეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ, როდესაც მარგველაშვილი და ზურაბიშვილი მათთვის სასურველ თურქებს, სირიელებსა და ათასი სხვა რჯულის გადამთიელებს საქართველოს მოქალაქოებას ურიგებდნენ. პრინციპში არ მიკვირს, ამ ორი ფიგურისგან სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა.

ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მე, საქართველოსთვის ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, რაც დაფასდა კიდევაც, ევროპელებისა და აშშ-ს კუდებმა, ,,ვაი” აგენტებმა – მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა ჩემი სამშობლოს ( მოგეხსენებათ, ბათუმში დავიბადე და გავიზარდე ) მოქალაქეობა არ მაღირსეს, რასაც დიდ უსამართლობად ვთვლი”,- განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა. 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor