
ვლადიმერ ხომერიკი : ,,ხელისუფლება სრულად მოწადინებულია დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ინტერესი”
,,GEO NEWS”-თან საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი, ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი სრულფასოვნად აანალიზებს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და საზოგადოებას მმართველი ძალის გონივრულ პოლიტიკაზე მიუთითებს, რაც საქართველოში მშვიდობიან ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.
–ბატონო ვლადიმერ, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად წარმატებული შესაძლოა იყოს ის აქციები, რაც რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარეობს ?
-დასავლეთი პირველად არ ცდილობს არიოს სიტუაცია საქართველოში, რაც უკვე ნაცნობი სცენარია. საქართველოს ხალხმა გაკვეთილები ისწავლა და ასეთ სატყუარაზე აღარ წამოეგება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობა შეინარჩუნოს და საქართველოს სტაბილურობა უზრუნველყოს ,,ქართული ოცნებაა”. ჯერ კიდევ ძალიან უნდათ, რომ საქართველო ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, როგორც მხარემ რუსეთის წინააღმდეგ და ამით საბოლოოდ, დაუკარგონ სახელმწიფოებრიობა ჩვენს სამშობლოს, რაც არ მოხდება, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სრულად მოწადინებულია დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ინტერესი.
–რაკი თქვენი აზრით, დასავლეთი ასეთი მოწადინებულია ხელისუფლების ცვლაზე, როგორ შეაფასებდით, მათ შანსებს ამ მხრივ ?
-მას მერე, რაც საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში აშკარაა, რომ დასავლეთი უაღრესად აგრესიული გახდა და წლების განმავლობაში ცდილობდა ხელისუფლების შერყევას, რათა თავისი ერთგული ,,ნაცმოძრაობის” მარიონეტები დაებრუნებინათ უკან ხელისუფლებაში და ყველა მათი დავალება შეესრულებინათ უპირობოდ.
–ბატონო ვლადიმერ, უკვე კარგა ხანია, რაც თქვენ ქართულ საზოგადოებას აფრთხილებდით დასავლეთის მიერ დაგეგმილი ,,ქართული მაიდანის” მოწყობის მცდელობის ალბათობაზე, რაც აშკარად მეტყველებს არა მარტო თქვენს ინფორმირებულობაზე, არამედ სიღრმისეული ინტელექტუალის შორსმჭვრეტელობაზე, ამიტომაც გთხოვთ, თქვენს პოლიტიკურ პროგნოზს, თუ რა სახის მოვლენები გველოდება ახლო მომავალში ?
-ჩემთვის ყველაფერი იყო და არის ცხადი, რადგან დასავლელ ქორებს დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველო საკუთარ პლაცდარმად გამოიყენონ, რათა ამით რუსეთის ფედერაციას გარკვეული უხერხულება შეუქმნან სამხრეთ კავკასიაში, რაც თავის მხრივ, – საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასრულებს და ამიტომ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი სახიფათო ქმედებები დიდი რისკია და ეს არ უნდა გავაკეთოთ. საქართველოს ძალოვანი უწყებები ინფორმირებული და მობილიზებულნი არიან და ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებენ. საქართველო სწორ გზაზე დგას და ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს.
p.s. მკითხველს შევახსენებთ, რომ ვლადიმერ ხომერიკი ჯერ კიდე 2023 სექტემბრიდან ხმამაღლა და გასაგებად ამბობდა, რომ დასავლეთი აპირებდა ხელისუფლების გადატრიალებას და ,,ნაციონალების” და ქვეყნის მტრების ხელისუფლებაში მოყვანას, ამზადებდნენ სამხედროებს და ბოევიკებს უკრაინაში და მათ საქართველოში გამოყენებას გეგმავდნენ, რაც აშკარად მართლდება სადღეისოდ სრულად, რაც ბატონი ვლადიმერის არაერთ ინტერვიუშია აღნიშნული, რომელიც ჩვენს გამოცემაში გახლავთ განთავსებული. ბატონი ვლადიმერი მომავალშიც არ მოგვაკლებს საკუთარი ანალიტიკური აზროვნების პროდუქტს და ის ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად მიეწოდება.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი





