• October

    22

    2025
  • 58
  • 0
ვლადიმირ პუტინმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც „საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები“ დააკისრა

ვლადიმირ პუტინმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც „საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები“ დააკისრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც დააკისრა „საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები“.

პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალში გამოქვეყნდა.

აღნიშნული განკარგულებით, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნა.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში, ასევე დაეკისროს მას აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები“, – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

უდოვიჩენკო ასევე დაინიშნა კასპიის ზღვის საკითხზე მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად. მანამდე აღნიშნული ორ პოსტს მიხაილ პეტრაკოვი იკავებდა.

უდოვიჩენკო 2019-2024 წლებში ყირგიზეთში რუსეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor