• March

    19

    2025
  • 73
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – არ ვიცი, როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ ვიცი, როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს

როგორი საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ ჯერჯერობით არ ვიცი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო საუბრის დროს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი, ზოგადად, განიხილებოდა უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრამდე და საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.

„ეს ჩვენი ელექტროსადგურია, ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსებს ძალიან სურთ, რომ ის ჩვენს გარეშე მუშაობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ექვსი ბლოკი. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ამაში „ჩაითრიოს” ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ღალატობს უკრაინას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor