• October

    20

    2025
  • 20
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასიდან უკან დახევა არ მოხდება

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასიდან უკან დახევა არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა და მოსკოვი ითხოვს უკრაინისგან, რომ მან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქი სრულად დატოვოს.

ზელენსკის თქმით, კიევის პოზიცია უცვლელია, დონბასიდან უკან დახევა არ მოხდება.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზება საბრძოლო მოქმედებების ფრონტის არსებულ ხაზზე გაჩერების შესახებ.

ზელენსკი ასევე აცხადებს, რომ 17 ოქტომბერს, ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეეცადა, გაერკვია რუსეთის პოზიცია ტერიტორიების შესაძლო გაცვლის შესახებ, თუმცა მკაფიო პასუხი ვერ მოისმინა.

ამას გარდა, ზელენსკიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ უკრაინა ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემა „პეტრიოტებს“ ყოველწლიურად მიიღებს და ახლა მოსამზადებელ ეტაპზეა კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც კიევს 25 ასეთ სისტემა გადაეცემა.

რაც შეეხება „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს, ზელენსკის მიაჩნია, რომ ტრამპს ბუდაპეშტში პუტინთან დაგეგმილ შეხვედრამდე სიტუაციის დაძაბვა არ სურს.

უკრაინის ლიდერის თქმით, ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო ადგილი სამშვიდობო სამიტისთვის, რადგანაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის საჭირო ინიციატივებს ბლოკავს.

ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა „გადაყლაპავს ყველაფერს, რაც იქნება თეფშზე, მაშინ ყველაფერი დანარჩენის გადაწყვეტასაც კიევის გარეშე შეეცდებიან“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor